ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 10:10:24
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
განაცხადის #:44466DTX107842325
აუქციონის #: 44466
ლოტის #: 1078423
დაწყება/დასრულება: 28/04/2025 16:00 - 19/05/2025 16:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 420GEL
მიმდინარე ფასი : 1400 GEL
საწყისი ფასი: 1400 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 14 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / გუდიაშვილის 7
ტელეფონი: 971-322971604
თვისებები
სართული1TV-
ცხელი წყალი-გათბობა+
სველი წერტილები1წყალი და კანალიზაცია+
ტელეფონი-ინტერნეტი+
პარკირება-ლიფტი-
ბუხარი-აივანი-
ლოჯი-კვადრატულობა(მ²)92
საკადასტრო კოდი01.15.04.019.008.01.510Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა2ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)ფურცელაძის 12/ლ. გუდიაშვილის ქ. 7
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
სათავსო+სარგებლობაში გადაცემის ვადა4 წელი
ტელეფონის ნომერი593306505
;
აღწერილობა
აღწერილობა

სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აცხადებს პირობიან აუქციონს . თბილისში ფურცელაძის ქუჩა N12 - გუდიაშვილის ქუჩა 7–ში მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, პირველ სართულზე განთავსებულ 92 კვ.. არასაცხოვრებელ ფართზე, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე სასადილოს მოწყობის მიზნით 4 (ოთხი)  წლის ვადით.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

პირობა

-იჯარის ვადა შეადგენს 4 (ოთხი) წელს.

-92 კვ.მ.ფართზე აუქციონის საწყისი საიჯარო გადასახადი არის 1400 (ათას ოთხასი) ლარი, რომელიც შეადგენს ფართით სარგებლობის ერთი თვის საფასურს და აუქციონის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას.

-საგარანტიო ,,ბე“–ს სიდიდე შეადგენს 420 (ოთხას ოცი)ლარს.

-აუქციონზე სავაჭრო ბიჯის ოდენობა შეადგენს 14 (თოთხმეტი)ლარს.

-ფართის გაცემა განხორციელდება ერთ ლოტად.

--სასადილოს მოწყობის მიზნით იჯარით გაცემულ ფართზე  მომსახურება უნდა გაეწიოს ეროვნული ბიბლიოთეკის  თანამშრომლებს და მკითხველებს.

-იჯარის ქირის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, წინასწარი გადახდის წესით და საიჯარო ქირა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

-უქციონში გამარჯვებულმა, სარგებლობის უფლების საფასური უნდა გადაიხადოს უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გამცემ ორგანოსა და აუქციონში გამარჯვებულ პირს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

- საიჯარო ფართზე არ დაიშვება კონსტრუქციული სახის ცვლილებები.

-აუქციონში გამარჯვებულმა კვების ობიექტის მოწყობის მიზნით საიჯარო ქონებაზე შესაძლებელია განახორციელოს ფართის რემონტი.

-მოიჯარემ კვების ობიექტი აღჭურვოს ყველა საჭირო ინვენტარით და დანადგარით საკუთარი ხარჯებით. საიჯარო ქონებაზე კვების ობიექტის შიდა მოწყობა, გაფორმება და შემდგომში მასში დაგეგმილი ყველა ცვლილება უზრუნველყოს მეიჯარესთან წინასწარ, შეთანხმებული დიზაინის შესაბამისად.

-კვების ობიექტის ფუნქციონირებისას არ გამოიყენება ბუნებრივი აირი.

-მოიჯარის მიერ საიჯარო ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ სასადილოს განთავსების მიზნით.

-აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სასადილო ფართში განათავსოს, მომხმარებელზე გათვლილი საჭირო სამზარეულო ინვენტარი: მაგიდები და სკამები, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი და სხვა ინვენტარი.

-მოიჯარემ საკვები პროდუქტების მომზადება განახორციელოს საიჯარო ქონების გარეთ. კვების ობიექტზე მოწოდებული კერძები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მზა კერძების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით.

-გამარჯვებული პირი ვალდებულია ყოველდღიურ რაციონში იქონიოს სტანდარტული ლანჩ-მენიუს ყველა კომპონენტი: ხორცეული, სხვადასხვა სახის ბოსტნეული/სალათები,პურ-ფუნთუშეულისაკონდიტრო ნაწარმი, უალკოჰოლო სასმელები და სხვა.

_-გამარჯვებულმა პირმა გაითვალისწინოს მომხმარებლის სამართლიანი პრეტენზიები და შენიშვნები პროდუქციის  ხარისხთან, ვარგისიანობასთან და მომსახურებასთან დაკავშირებით და უმოკლეს ვადაში აღმოფხვრას ისინი.

-საიჯარო ფართში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა.

-სასადილო ფუნქციონირებს ყოველდღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების.

-მოიჯარემ კვების ობიექტის ფუნქციონირება ისე უზრუნველყოს, რომ ხელი არ შეუშალოს სსიპ- ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას  სამუშაო პროცესის მიმდინარეობაში და ასევე არ წარმოიქმნას  მზა პროდუქციის მძაფრი და მკვეთრი სუნი.

-კვების ობიექტზე დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები, მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური ფორმით.

- მოიჯარე ვალდებულია კვების ობიექტზე დაიცვას სანიტარული და ჰიგიენური ნორმები საჭიროებისამებრ,  არანაკლებ ყოველდღიურად განახორციელოს საიჯარო ქონების დასუფთავება, საჭიროების შემთხვევაში კი მეიჯარის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს  3 (სამი) დღეშიუზრუნველყოს კვების ობიექტში არსებული მოწყობილობების და დანადგარების გენერალური დასუფთავება და დეზინფიცირება.

-მეიჯარე იჯარის ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში უფლებამოსილია საკუთარი ძალებით მოახდინოს კვების ობიექტის ინსპექტირება, სანიტარული ნორმების დაცვისა და პროდუქციის ხარისხის შემოწმების მიზნით;

-მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს კვების ობიექტის მომსახურების საფასურის გადახდის შესაძლებლობა ნაღდი და უნაღდო ანგარისწორების გზით.

-საიჯარო ფართზე განთავსებული კვების ობიექტზე საქმიანობის განახორციელება დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. კვების პროდუქტების მიწოდებისა და რეალიზაციის პროცესში დაიცვას საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი − ,,სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ თაობაზე და „ტექნიკური რეგლამენტი − ,,მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მტავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად და ასევე ამ სეფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო ნორმების და წესების დაცვით. 

გამარჯვებულმა პირმა უზრუნველყოს სასადილოში შემოთავაზებულ კერძებზე და გამაგრილებელ სასმელებზე  ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასაქმებულთათვის და მკითხველისათვის  ხელმისაწვდომი ფასების დაწესება, რომლებიც არ უნდა აღემატებოდეს  არსებულ საშუალო ფასებს. ამასთან საიჯარო ხელშეკრულების დადების ეტაპზე შეიმუშაოს და ეროვნული ბიბლიოთეკასთან შეათანხმოს თანამშრომლებისათვის განკუთვნილი სტანდარტული ლანჩ-მენიუს ღირებულება.

-მოიჯარის მიერ დაცული უნდა იქნას ხანძარსაწინააღმდეგო, შრომისა და უსაფრთხოებისა და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები.

-მოიჯარეს უფლება ეძლევა საქმიანობა დაიწყოს მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება კომუნალური გადასახადების აბონენტად, მოახდენს ელექტროენერგიის და წყლის განმხოლოებას (მრიცხველის დამონტაჟებით). მოიჯარემ უნდა გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, დადგენილი წესებისა და ვადის დაცვით.

- მოიჯარემ   მოახდინოს საიჯარო ფართობის წინასწარი დათვალიერება.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

მოკლე აღწერილობა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აცხადებს პირობიან აუქციონს . თბილისში ფურცელაძის ქუჩა N12 - გუდიაშვილის ქუჩა 7–ში მდებარე ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის, პირველ სართულზე განთავსებულ 92 კვ.. არასაცხოვრებელ ფართზე, იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე სასადილოს მოწყობის მიზნით 4 (ოთხი)  წლის ვადით. აუქციონის საწყისი ყოველთვიური საიჯარო გადასახადი არის 1400 (ათას ოთხასი) ლარი. საგარანტიო ,,ბე"- სიდიდე შეადგენს 420 (ოთხას ოც) ლარს. აუქციონზე სავაჭრო ბიჯი შეადგენს 14 (თოთხმეტი) ლარს.

;