ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 13:12:30
კატეგორია: არასასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხიანში მდებარე 87270.00 კვ.მ; 35831.00 კვ.მ. და 6000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
განაცხადის #:237BV125
აუქციონის #: 237
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2025042480999
დაწყება/დასრულება: 24/04/2025 15:00 - 08/05/2025 17:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 114200GEL
მიმდინარე ფასი : 1142000 GEL
საწყისი ფასი: 1142000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხიანიქვეყანასაქართველო
ქალაქიწყალტუბოსაქმის ნომერი2025042480999
ბრძანების ნომერი1/1-2223საკადასტრო კოდი29.13.38.489; 29.13.38.558; 29.13.38.559
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი30საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

     29.13.38.489

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFNeoYynd3i[lNYDWNhMsj5uowXuPKNJVGxL5Y7Z7Y1[a

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFLAtERM0pzubRHFi5qQTFdilR]FqkL1gZLxlqD[A5tSP

29.13.38.558

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKcVlU0vd6eFjUBHdy8fu3OPz5EJ]rnmW8bGjtINxzdl

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFJXYV2fO3RfiFMqNxKKMw08Ztexr5AlU0JirmbemfwB]

29.13.38.559    

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPqYe6ZJYFSoPXxxRw0G8Nm]GG]TtP2VYifY3WInm6kx

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFPsWAqEEDT0a[3jJK3XK1VdbeeuTeNjc8IQEJlyPTCqH

შენიშვნა:

1. საპრივატიზებო ობიექტი (ს.კ.N29.13.38.559) მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ235-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება. ამასთანავე მიწის ნაკვეთის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზასთან პირდაპირი მიერთება ვერ მოხდება და მასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არსებული შიდა საგზაო ქსელის მეშვეობით. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 თებერვლის №289 განკარგულება.

2. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N29.13.38.489) მიმდებარედ განთავსებულია შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ (შემდგომში - „კომპანია“) კუთვნილი "საგურამო-ქუთაისის"  მაგისტრალური გაზსადენი (ს.კ 32.00.615). შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია დაიცვას „მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 დადგენილებით განსაზღვრული შეზღუდვები და პირობები, მაგისტრალური მილსადენების შესაბამის ზონასთან მიმართებაში. ასევე მიწის ნაკვეთზე დაუშვებელია ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობა.  კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დასადგენად და უშუალოდ გაზსადენის შეზღუდვის ზონებში, მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის და/ან ნარგავების განთავსებასთან დაკავშირებით, განცხადებით უნდა მიემართოს მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორს - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“.

3. საპრივატიზებო ობიექტზე (ს.კ. N29.13.38.559) გადის დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი), მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

4. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. N29.13.38.489) 2699.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

5. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (ს.კ. N29.13.38.558) 991.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

6. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან (ს.კ N29.13.38.559) 345.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

ყურადღება!

1.     აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

2.     ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია: ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,,ლიბერთი ბანკში”, უნაღდო ანგარიშსწორებით,  ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით, ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით.

3.     30 კალენდარულ დღეში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები. მკაცრად რეკომენდირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდა 25 დღის განმავლობაში.

4.     მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ ,,იუსტიციის სახლის”  ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს (ფილიალს) აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.

5.     გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"- (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

6.     დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 1420.

7.     აუქციონის გამოცხადების შესახებსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსშესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.

8.     საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"- (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა87270.00 კვ.მ; 35831.00 კვ.მ. და 6000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
პირობა 
;