|
![]() |
კატეგორია:
მერქნული რესურსები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის, ღორჯომის სატყეოს N2 სამცველოს კვარტალ N42-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გაცემის შესახებ
განაცხადის #:40733DJU107821725 აუქციონის #: 40733 ლოტის #: 1078217 საქმის ნომერი: 1485-09 რაოდენობა: 7.810 დაწყება/დასრულება: 01/05/2025 14:00 - 08/05/2025 17:26 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 164.01GEL
მიმდინარე ფასი :
820.05 GEL
საწყისი ფასი: 820.05 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 50 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო მისამართი: ბათუმი / ფრ.ხალვაშის გამზირი N51 6000 ტელეფონი: 971-0422272893 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბისერიძის N12-ის ტერიტორიაზე | ბრძანების ნომერი | 35 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხულო | რაოდენობა | 7.810 | საქმის ნომერი | 1485-09 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 10 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 40 | შეფასების თანხა | 820.05 | ზომის ერთეული | კუბური მეტრი | ტელეფონის ნომერი | 551001684 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საქართველოს კანონით ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 67-ე, 71-ე, 78-80, 82-86-ე და 88¹-ე მუხლების, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2025 წლის 16 აპრილის N35 ბრძანებით დაწესებული პირობების შესაბამისად სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის, ღორჯომის სატყეოს N2 სამცველოს კვარტალ N42-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის ფორმით გაიცეს საკუთრების უფლებით საშეშე მერქანი წიფლის სახეობის 7.810 კბ.მ დასაწყობებულია ხულოს მუნიციპალიტეტის ტბელ აბისერიძის N12-ის ტერიტორიაზე. მერქნული რესურსი განთავსებულია ღია ცის ქვეშ და განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას. მერქნული რესურსი საავტომობილო გზიდან დაშორებულია დაახლოებით 15 მეტრი მანძილით; საფუძველი: 1. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 18 თებერვლის N001031125 დასკვნა; 2. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 16 ოქტომბრის N1485-09 მოხსენებითი ბარათი. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო" საკონტაქტო ტელეფონი თეონა ვასაძე - 551 001684 |
პირობა | 1.თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ბე-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში; 2. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას (ბე-ს გამოკლებით); გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას; 3. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში; 4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა უზრუნველყოს თანხის სრულად გადახდა: მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი (ბე-ს გამოკლებით) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგარიშის N740397309 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22; 5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხის (ბე-ს გამოკლებით) გადახდის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,აჭარის სატყეო სააგენტო“ უზრუნველყოფს: საშეშე მერქნული რესურსისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას სულ ჯამში 23.43 ( ოცდასამი ლარი და 43 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს (იხ. დანართი N1); 6. გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენის შემდეგ 1 (ერთი) თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნული რესურსი; 7. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ: აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას ან/და სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |