ამობეჭდვის თარიღი: 30.04.2025 10:28:28
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ ქ. თბილისის N48 საჯარო სკოლა
განაცხადის #:46891EFP107766825
აუქციონის #: 46891
ლოტის #: 1077668
დაწყება/დასრულება: 23/04/2025 17:00 - 30/04/2025 14:00
ლოტის სტატუსი: მიმდინარე
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 500GEL
მიმდინარე ფასი : 5020.0000 GEL
საწყისი ფასი: 5000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 20 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ქალაქ თბილისის # 48 საჯარო სკოლა
მისამართი: გლდანი მე-8 მ/რ
ტელეფონი: 995-577339298
თვისებები
სართული1ლოჯი-
TV-ცხელი წყალი-
გათბობა-კვადრატულობა(მ²)28.96
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
აივანი-Rs რუკის მხარდაჭერა-
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი-
ოთახების რაოდენობა1ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიქუჩა(დასახელება/ნომერი)ზღვის უბანი, 11 მ/რ, 1 კვ. გოჩა ჩოგოვაძის ქ N10
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობასარემონტო
სათავსო-სარგებლობაში გადაცემის ვადა1 წელი
ტელეფონის ნომერი577339298
;
აღწერილობა
აღწერილობასსიპ ქალაქ თბილისის N 48 საჯარო სკოლის  N2/1-ის პირველ სართულზე არსებული 28,96 კვ.მ მქონე ფართი იჯარით გაიცემა  ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად. დანართი N 1 იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
მოკლე აღწერილობადამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: სსიპ ქალაქ თბილისის N 48 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ფუხაშვილი ტელ.: 577 33 92 98
პირობა

1. სსიპ ქალაქ თბილისის N 48 საჯარო სკოლის  N2/1-ის პირველ სართულზე არსებული 28,96 კვ.მ მქონე ფართი იჯარით გაიცემა  ნებადართული საქმიანობების ნუსხით (დანართი N1) გათვალისწინებული საქმიანობების განსახორციელებლად საათობრივად, მოიჯარეს იჯარით ფართის სარგებლობის უფლება მიეცემა კვირაში 5 დღე, სულ ჯამში კვირაში 45 საათით. (კონკრეტულ დღეზე შეთანხმება მოხდება ხელშეკრულების გაფორმების დროს, შეთანხმების დროს გათვალისწინებული იქნება დრო იმ ფორმით, რომ ხელი არ შეეშალოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას) აღნიშნული ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე.
2. საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას.
3. ფართი იჯარით გაიცემა 1 (ერთი) წლის ვადით.
4. საიჯარო ქირაში  შედის  კომუნალური გადასახადები (ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირით(გათბობის) სარგებლობის გადასახადი). აღნიშნულ გადასახადს მოიჯარე გადაიხდის განმხოლოებული მრიცხველით. გამხოლოებულია ელექტროენერგიის მრიცხველი. ოთახში არ არის შემდეგი კომუნიკაციები: ბუნებრივი აირი(გაზი).

5. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა, დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები. მოიჯარეს მიერ ფართით სარგებლობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად მიმდინარეობას.


6. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება.
8. მეიჯარეს უფლება აქვს საქართველოს განათლების,  მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მოთხოვნით ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები.
9. მოიჯარეს მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება საიჯარო ქირაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.
10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულიად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა.თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს.
11.  სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე - უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა.
12.  აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
13. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნების/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

14. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე;

შენიშვნა:

მიმაგრებულ  ფაილებში იხილეთ   “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება და იჯარის ხელშეკრულების მოდალური ნიმუში, რომლის პირობებიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.

;