|
![]() |
კატეგორია:
საბურავების ნარჩენები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:აუქციონი სავალდებულო პირობით - ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი საბურავები
განაცხადის #:35172CSL107761025 აუქციონის #: 35172 ლოტის #: 1077610 რაოდენობა: 7000 დაწყება/დასრულება: 01/05/2025 15:00 - 06/05/2025 15:00 ლოტის სტატუსი: მიმდინარე ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 100GEL
მიმდინარე ფასი :
0 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა მისამართი: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონში / მნათობის 73 ტელეფონი: 995-2710002 |
თვისებები
|
ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ქვემო ფონიჭალა, სამხედრო ქალაქი N 179 | ბრძანების ნომერი | MOD 2 25 00000074 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | რაოდენობა | 7000 | მდგომარეობა | ცუდი | გადახდის პერიოდი | 7 | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 30 | შეფასების თანხა | 0 | ზომის ერთეული | ცალი | ტელეფონის ნომერი | 577140131 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 საპრივატიზებო ქონება შედგება დანართ ფოტო მასალაზე მოცემული, ამორტიზირებული და შემდგომი ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი საბურავებისგან. აუქციონის დაწყების და დასრულების საორიენტაციო დრო: 01.05.2025 15:00 – 06.05.2025 15:00 საპრივატიზებო ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხა: 0.00 (ნული ლარი და ნული თეთრი) ლარი. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობა: 100.00 (ასი ლარი და ნული თეთრი) ლარი, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას. ბიჯი: 100.00 (ასი ლარი და ნული თეთრი) ლარი. ლოტი: 1 (ერთი) ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების (მოძრავი ქონების) შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) გადახდის ვადა - აუქციონის დასრულებიდან - არაუმეტეს 7 კალენდარული დღე. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღე; მყიდველი ვალდებულია ქონების მიღებამდე და/ან მიღების პროცესში, დელტას წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს მისი მითვლა სსიპ სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქონების ჯამური ღირებულება და მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში შევა შესაბამისი ცვლილება შეთანხმების სახით. გადათვლის დროს რაოდენობის ზედმეტობის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ზედმეტობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში და მხოლოდ ამის შემდგომ მოახდინოს ქონების გატანა. გადაწონვის დროს რაოდენობის ნაკლებობის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია დაუბრუნოს მყიდველს რაოდენობის ნაკლებობით გამოწვეული სხვაობის ღირებულება (შესაბამისი პროპორციით) ხელშეკრულებაში - შეთანხმებით შესაბამისი ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში. (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 4 მარტის N 60 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით) მყიდველი ვალდებულია ქონების დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი ხარჯებით. ამასთან, მყიდველი ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დაცვაზე. მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განხორციელოს შეძენილი ქონების საფასურის (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი, გადახდილი „ბე“-ს გამოკლებით) სრულად გადახდის და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. (ათვლა იწყება სრულად გადახდის და ხელშეკრულების გაფორმების შემდგომი სამუშაო დღიდან). ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - ქონების სარეალიზაციო ღირებულების 0,1%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - გადაუხდელი თანხის 0,1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; შეტყობინებები და ენა ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნეს პირადად, ფაქსის, შეკვეთილი წერილის, კურიერის ან ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე. მყიდველს უნდა გააჩნდეს მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც მიეთითება ხელშეკრულებაში და მასზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი გაგზავნის მომენტიდან. თითოეული მხარე. მისამართის შეცვლის შემთხვევაში, ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას დარღვევის გამოსწორების ვადის (რომელიც არ აღემატება 10 კალენდარულ დღეს) და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგები, პრივატიზებული ქონება უბრუნდება გამყიდველს და სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება საპრივატიზებო თანხა, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული დანახარჯები. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მყიდველს არ უბრუნდება. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; ბ) აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური; გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესით“ დადგენილი პირობები. ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება საპრივატიზებო ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდგომ, საპრივატიზებო ქონების გამყიდველის ტერიტორიიდან ეტაპობრივი გატანის პროცესში მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა, აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარულ დღეში უნდა წარმოუდგინოს გამყიდველს (სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“): o პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში); o სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; o სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება) ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); o საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამარჯვებულად გამოვლინდება აუქციონში მონაწილე ის პირი, რომელიც აიღებს ვალდებულებას დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. თანდართული დოკუმენტაცია: საპრივატიზებო ქონების ფოტო მასალა; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ნიმუში გამარჯვებულის მიერ საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შემდეგ ანგარიშზე: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა ს/კ 202297335 მიმღების დასახელება- ხაზინის ერთიანი ანგარიში: მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707297519 დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 191, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ - info@delta.gov.ge საკონტაქტო პირი ქონების დათვალიერებასთან დაკავშირებით - ალექსანდრე ქოქიაშვილი - 577140131. |
მოკლე აღწერილობა | პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო: სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი „დელტა“, ს/კ 202297335
საპრივატიზებო ქონების დასახელება: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტასთვის“ უტილიზაცია/რეალიზაციის მიზნით გადმოცემული, ჩამოწერილი, ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი საბურავები, საორიენტაციო წონა - 7000 (შვიდიათასი) ცალი. |
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. „ნარჩენების მართვის კოდექსის“ და საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (25.05.2020წ N325 დადგენილება) შესაბამისად პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ან რეგისტრაცია (აკრედიტაცია) (შესაბამისი ნარჩენების დამუშავების/წინასწარი დამუშავების/აღდგენის, რეციკლირების, განთავსების, გაუვნებელყოფის ან განადგურების შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთან ტრანსპორტირება უნდა განახორციელოს დადგენილი წესების შესაბამისად) ან აღნიშნული ნებართვის მქონე ორგანიზაციასთან გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულება და აღნიშნული ორგანიზაციის შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |