ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 02:25:12
კატეგორია: მერქნული რესურსები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის, ჩაქვის სატყეოს N3-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გაცემის შესახებ
განაცხადის #:40733DJU107702725
აუქციონის #: 40733
ლოტის #: 1077027
საქმის ნომერი: 212-09
რაოდენობა: 3.73
დაწყება/დასრულება: 02/05/2025 12:00 - 08/05/2025 17:48
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 268.56GEL
მიმდინარე ფასი : 1342.80 GEL
საწყისი ფასი: 1342.80 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
მისამართი: ბათუმი / ფრ.ხალვაშის გამზირი N51 6000
ტელეფონი: 971-0422272893
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე,ბრძანების ნომერი28
ქვეყანასაქართველოქალაქიქობულეთი
რაოდენობა3.73საქმის ნომერი212-09
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი10
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა40შეფასების თანხა1342.80
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი551001684
;
აღწერილობა
აღწერილობა

საქართველოს კანონით ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” 67-ე, 71-ე, 78-80, 82-86-ე და 88¹-ე მუხლების,  სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს 2025 წლის 28 აპრილის N14 ბრძანებით დაწესებული პირობების შესაბამისად, სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის, ჩაქვის სატყეოს N3-ში უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) განხორციელებული ჭრების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის აჭარის სატყეო სააგენტოზე მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით გადმოცემული მერქნული რესურსის ელექტრონული აუქციონის ფორმით გაიცეს საკუთრების უფლებით.

მერქნული რესურსი კრიპტომერიის სახეობის 6 ცალ I ხარისხის 3.730 კბმ (სამასალე) მორი დასაწყობებულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე,

მერქნული რესურსი განთავსებულია ღია ცის ქვეშ და განიცდის გარემო პირობების ზემოქმედებას. მერქნული რესურსი საავტომობილო გზიდან დაშორებულია დაახლოებით 8 მეტრი მანძილით;

საფუძველი: 1. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 18 თებერვლის N001031125 დასკვნა; 2. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის 2025 წლის 26 მარტის N212-09 მოხსენებითი ბარათი.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  ბათუმიფრიდონ ხალვაშის გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო"

საკონტაქტო ტელეფონი

თეონა ვასაძე - 551 001684
პირობა

1.ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე განისაზღვროს: 268.56 (ორას სამოცდარვა ლარი და 56 თეთრი) ლარის ოდენობით;

2. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში – ბე-ს თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში;

3. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას ხე-ტყის (მორის) ადგილმდებარეობა ქობულეთი.დაბა ჩაქვი.ციტრუსების მეორნეობა (ბე-ს გამოკლებით); გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას;

4. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში;

5. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა უზრუნველყოს თანხის სრულად გადახდა: მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული ფასი (ბე-ს გამოკლებით) აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგარიშის N740397309 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22;

6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოოდ დაფიქსირებული თანხის (ბე-ს გამოკლებით) გადახდის შემდეგ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,აჭარის სატყეო სააგენტო“ უზრუნველყოფს: I ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (სამასალე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას სულ ჯამში 82.06 ( ოთხმოცდაორი ლარი და 06 თეთრი) ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს (იხ. დანართი N1);

7. გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის 10 კალენდარული დღის ვადაში წარდგენის შემდეგ 1 (ერთი) თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნული რესურსი;

8. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ: აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას ან/და სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ვადაში არ გააფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

;