|
![]() |
კატეგორია:
დემონტაჟი
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ბალანსიდან ჩამოწერილი შენობა-ნაგებობის (ძველი სასწავლო კორპუსი) პრივატიზება დემონტაჟისა და დაშლა-გატანის პირობით
განაცხადის #:75079IUF107040525 აუქციონის #: 75079 ლოტის #: 1070405 დაწყება/დასრულება: 02/04/2025 14:00 - 11/04/2025 17:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 234 ბიჯი საგარანტიო თანხა: 500GEL
დასრულების დრო: 11.04.2025 17:22:00
გაყიდვის ფასი : 46800.0000 GEL
საწყისი ფასი: 0 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 200 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა მისამართი: ჩოხატაურის რაიონი / მარის 1 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ჩოხატაური | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ჩოხატაური ნიკომარი ქუჩა #1 | საკადასტრო კოდი | 28.01.22.1021 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ტელეფონის ნომერი | 577972213 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | ძველი ამორტიზებული, ქვის, ორსართულიანი შენობა-ნაგებობა |
პირობა | აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. სსიპ-ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობა ნაგებობის (სასწავლო კორპუსი N1), მდებარე ჩოხატაური, ნიკო მარის ქ. N1, საკადასტრო კოდი: 28. 01.22.1021 დემონტაჟი საძირკველის ჩათვლით, დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებული ტერიტორიის მოსწორება, ჩაღრმავებული ადგილების ამოვსება და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის სრული გასუფთავება.
გამყიდველსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება
შენობა-ნაგებობისა და მისგან წარმოქმნილი ნარჩენების გატანის ვადად განისაზღვროს 3 (სამი) თვე, აღნიშნული ვადა აითვალოს აუქციონში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულების გაფორმებიდან.
გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საგადასახადო დავალიანების არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გამარჯვებულის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუტმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
ქონების საბოლოო ღირებულების სრულ დაფარვამდე გამარჯვებულ პირს არ გაუფორმდება ხელშეკრულება და არ მიეცემა სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებაზე თანხმობა.
შენობა- ნაგებობისა და მისგან წარმოშობილი ნარჩენების გატანა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელოს აუქციონში გამარჯვებულმა პირმა.
სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ აუქცუონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალები.
გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს სადემონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად შესაბამისი ტექნიკა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად გამარჯვებული ვალდებულია სამუშაოს დასრულებიდან გონივრულ ვადაში წარმოადგინოს სადენოტაჟო სამუშაოების შესრულების საბოლოო ანგარიში, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოს მიხედვით ფორმდება სადემონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რაც წარმოადგენს ,,მყიდველის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებას.
ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა გადაიხადოს საგარანტიო თანხა, საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარისწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს ,,ლიბერთი“ ბანკის ნებისმიერ ფილიალში. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე“ ან დაუკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე 1420.
ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიაზე სრულად ჩაირიცხება სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა ქონების სრული ღირებულება. გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესით გათვალისწინებული პირობები.
თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლ;ებმაც გადაიხადეს ,,ბე“ ან წარმოადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში. ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი ,,ბე“ ან წარმოდგენილი/გააქტურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება სსიპ-ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის ბიუჯეტში.
მყიდველს ,,ბე“ უპირობო/გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.
შენიშვნა: ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაცვით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |