|
![]() |
კატეგორია:
სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:ვენდინგ აპარატებისა და ცალკეული ფართების გაიჯარება
განაცხადის #:293GUC124 აუქციონის #: 293 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 09/10/2024 12:00 - 24/10/2024 12:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 86000.00GEL
დასრულების დრო: 24.10.2024 12:00:00
გაყიდვის ფასი : 21500.0000 GEL
საწყისი ფასი: 21320.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 180.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: საქართველოს რკინიგზა მისამართი: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15 ტელეფონი: 995- |
თვისებები
|
ქალაქი | თბილისი | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | თბილისი, ზესტაფონის ქ 22ა, კოპიტნარის სადგური და მოძრავი შემადგენლობები | საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა | 850 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 24 | ტელეფონის ნომერი | 995-591199928 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ანგარიშსწორების პირობებისა და საჯარიმო სანქციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებ(ებ)ში (სააუქციონო პირობები და ხელშეკრულების პროექტი). იჯარით გადასაცემი ქონებისა და აუქციონის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია - სს „საქართველოს რკინიგზაში“.ინფორმაცია ქონების შესახებ - 2 19 97 21; მობ. 591 19 99 28. აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით - 2 601 601. |
მოკლე აღწერილობა | სააუქციონო ქონების ძირითადი საინფორმაციო მონაცემები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებ(ებ)ში (სააუქციონო პირობები, ხელშეკრულების პროექტი და დანართი N1). |
პირობა | 2. სააუქციონო ქონების საწყისი საიჯარო ფასი თვეში 21 320 (ოცდაერთი ათას სამასოცი) ლარი დღგ-ს ჩათვლით (ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებ(ებ)ში (სააუქციონო პირობები, ხელშეკრულების პროექტი და დანართი N1)); 2.1. თითო ბიჯი - 180 (ასოთხმოცი) ლარი დღგ-ს ჩათვლით (ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართი N1-ში); 2.2 საგარანტიო თანხა/ბე - 86 000 (ოთხმოცდაექვსი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით (ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებ(ებ)ში (სააუქციონო პირობები, ხელშეკრულების პროექტი და დანართი N1)); „ბე“-ს თანხა განსაზღვრულია 4 თვის საიჯარო ქირის ოდენობით, რომელიც გათვალისწინებული იქნება იჯარის ხელშეკრულების ბოლო 4 თვის ანგარიშსწორებისას. უპირობო გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა 2 კალენდარული თვის ვადით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. 2.3 დროებით სარგებლობაში გადაცემის ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარული თვე; 4. დამატებითი ინფორმაცია: 4.1 ქონების დროებით სარგებლობაში, იჯარის ფორმით ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) წესით გადაცემა განხორციელდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge. აუქციონი გაიმართება www.eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების შესაბამისად (თან ერთვის); 4.2 ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ქონებ(ებ)ის იჯარის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლ(ებ)ის შინაარსი გამოქვეყნებულია ლოტის საინფორმაციო ველში (სააუქციონო პირობებისა და ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა თან ერთვის); 4.3 იჯარის ხელშეკრულების გაფორმების ვადა: აუქციონის დასრულებიდან - არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე; 4.4 მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ობიექტ(ებ)ზე (მათ შორის, მისთვის გადაცემულ ტექნიკურ საშუალებებზე) დაიცვას სარეალიზაციო პროდუქციის მოვლა-შენახვის, სანიტარულ-ჰიგიენური, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებელი უსაფრთხოების ნორმები. 5. განსაკუთრებული მითითებები: 5.1. სარეალიზაციო პროდუქციის მიმართ: - კვების აპარატების საშუალებით მგზავრს უნდა შეეძლოს, ისარგებლოს, სულ მცირე, შემდეგი ტიპის პროდუქციით: . ე.წ „სნეკის“ ტიპის პროდუქცია, როგორიცაა ორცხობილა, კრეკერები, კანფეტები ან/და შოკოლადები ან/და სხვა ამგვარი ტიპის პროდუქტი. . სენდვიჩები, რომლის ვარგისიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 დღეს და რომელიც უნდა იყოს შეფუთული თერმულად, ვაკუუმში ან/და სხვა იმგვარ შესაფუთ მასალაში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხო შენახვას; სენდვიჩები აპარატში უნდა განთავსდეს არაუგვიანეს დამზადებიდან 48 საათის განმავლობაში. . უალკოჰოლო გამაგრილებელი (ცივი) სასმელები; . სასმელი წყლები (როგორც არაგაზირებული, ისე გაზიანი და/ან მინერალური წყალი). - ვენდინგ აპარატებში შესაძლებელია განთავსდეს სხვა პროდუქციაც, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება სს „საქართველოს რკინიგზასთან“; - იმ შემთხვევაში თუკი „რკინიგზას“ გაფორმებული ექნება ხელშეკრულება, მატარებელში დასარიგებელი გამაგრილებელი სასმელების (არაგაზირებული, გაზიანი სასმელი წყლის და/ან მინერალური წყლის) მწარმოებელ/მომწოდებელ კომპანიასთან, „ვენდიგ აპარატებში“ უნდა გაიყიდოს მხოლოდ აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული სასმელი წყალი (არაგაზირებული, გაზიანი და/ან მინერალური წყალი) - პროდუქციის დამზადების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პირობები უნდა შეესაბამებოდეს კანონით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს/სტანდარტებს. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოების პირობები უნდა იქნეს დაცული ყველა ზემოთ აღწერილი პროცესის დროს. - ვენდინგ აპარატებში შესაძლოა, განთავსდეს ბურგერები, როლები და გამომცხვარი პროდუქცია, რომელთა ვარგისიანობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 დღეს და რომლებიც უნდა იყოს შეფუთული თერმულად, ვაკუუმში ან/და სხვა შესაბამის შესაფუთ მასალაში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის უსაფრთხო შენახვას; ასეთ შემთხვევაში, პროდუქცია აპარატში უნდა განთავსდეს არაუგვიანეს დამზადებიდან 48 საათის განმავლობაში.- პრუდუქციის შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის და ვადიანობის შესახებ ქართულ ენაზე; ოპერატორმა კომპანიამ მკაცრად უნდა აკონტროლოს პროდუქციის ვარგისიანობის ვადები და არ დაუშვას, ვადაგასული პროდუქტის მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის ფაქტი; - ვენდინგ აპარატებში განსათავსებელი სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი და თითოეული ერთეულის ფასები წინასწარ, პროდუქციის განთავსებამდე უნდა შეთანხმდეს სს „საქართველოს რკინიგზასთან“; - სავაჭრო აპარატებში ჩატვირთული პროდუქციის ხარისხსა და მის უვნებლობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ოპერატორ კომპანიას. ამასთან, იგი ვალდებულია დაიცვას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და სავაჭრო აპარატებში ჩატვირთული პროდუქციის რეალიზაციისას ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი მდგომარეობა; - სავაჭრო აპარატებში პროდუქციის ჩატვირთვა და მათი დასუფთავება უნდა უზრუნველყოს ოპერატორმა კომპანიამ მატარებლების რეისში გასვლის წინ, როგორც ქ. თბილისში (თბილისის სალოკომოტივო დეპო, მის: ქ. თბილისი, ზესტაფონის ქ. N22ა), ასევე ქ. ბათუმში (ბათუმი ცენტრალის ტერიტორია); GRT-ს ტიპის მატარებლებში განსათავსებელი აპარატების მომარაგება უნდა განხორციელდეს რეისში გასვლის წინ ქ. თბილისში (თბილისის სალოკომოტივო დეპო, მის: ქ. თბილისი, ზესტაფონის ქ. N22ა); - ელექტრომატარებლებში დამონტაჟებული სავაჭრო აპარატების (Vending Machines) ტექნიკურ მომსახურებასა და მათ გამართულ ექსპლუატაციაზე, საკუთარი სახსრებით, პასუხისმგებელია ოპერატორი კომპანია. აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები და აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აპარატის ყოველდღიურ მონიტორინგსა და ხარვეზების აღმოფხვრას რეისის დასრულებისთანავე (მობრუნებისა და ფორმირების პუნქტებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს 24 საათიანი მომსახურება). - ოპერატორი კომპანია, საკუთარი სახსრებით პასუხისმგებელია, ვენდინგ აპარატების ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო ინტერნეტკავშირით უზრუნველყოფაზე. - სავაჭრო აპარატის მეშვეობით არ დაიშვება ცხელი საკვები პროდუქტების რეალიზაცია. მატარებელში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა კატეგორიულად აკრძალულია. - ყავის აპარატების საშუალებით მგზავრს უნდა შეეძლოს ისარგებლოს მინიმუმ შემდეგი ტიპის ცხელი სასმელებით: ხსნადი ყავა, რძიანი ყავა, ცხელი შოკოლადი. შესაძლებელი უნდა იყოს შაქრის სასურველი რაოდენობის არჩევა. - გასათვალისწინებელია, რომ GRT-სერიის ჩქაროსნულ მატარებლებში (3 მატარებელი), თითოეულ მატარებელში, შესაძლოა განთავდეს მხოლოდ 1 (ერთი) ცხელი სასმელების სარეალიზაციო აპარატი. 5.2.აუქციონში მონაწილე კომპანიის მიმართ არსებული მოთხოვნები: - აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოება ან/და ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის/რეგისტრაციის გაუქმების პროცესი, არ არის რეგისტრირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში და არ ადევს ყადაღა. აღნიშნულის დასადასტურებლად, აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და ცნობა შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოდან/სასამართლოდან. - აუქციონში მონაწილე კომპანიას უნდა გააჩნდეს ვენდინგ აპარატებით პროდუქციის მიწოდების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ან/და 2022/2023 წლების განმავლობაში, სულ მცირე, 2 500 000 ლარის ბრუნვა, რაზედაც აუქციონის დასრულებიდან 1 (ერთი) კვირის ვადაში, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. - ოპერატორმა კომპანიამ, სავაჭრო აპარატებით (Vending Machines) პროდუქციის მიწოდებისა და საკვები პროდუქტების წარმოება/მიწოდების გამოცდილების დასადასტურებლად, აუქციონის დასრულებიდან 1 კვირის ვადაში, უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სფეროში შესრულებული ხელშეკრულებები, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები და დადასტურებული ანგარიშფაქტურები. - იმ შემთხვევაში თუკი კომპანია ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს და ის მაინც მიიღებს აუქციონში მონაწილეობას და გამოვლინდება გამარჯვებულად, „რკინიგზა“ უფლებას იტოვებს უარი თქვას მასთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე და შესაბამისად, არ დაუბრუნოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება (საბანკო გარანტია/„ბე“-ს სახით განსაზღვრული თანხა). - აუქციონში მონაწილე კომპანიამ, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომხმარებლებისათვის უნდა უზრუნველყოს, უწყვეტი 24 საათის განმავლობაში ცხელი ხაზის მოქმედება, რის შესახებაც ინფორმაცია უნდა განათავსოს აპარატებზე, საკონტაქტო ტელეფონების მითითებით, მათ შორის ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი, რომელზედაც დაფიქსირდება ინფორმაცია აპარატების გაუმართაობაზე, ან მგზავრთა მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები, რომელსაც უნდა მოყვეს მათი მხრიდან მყისიერი რეაგირება. ოპერატორი კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ცხელი ხაზის მომსახურება უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: - უნდა იყოს არანაკლებ სამ ენოვანი (ქართული, ინგლისური და რუსული) - უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 2 (ორი) ერთეული ოპერატორით (მომხმარებლის მეორე ოპერატორთან გადართვის ფუნქციით), რათა ოპერატიულად განხორციელდეს თანადროული (პარალელური) ზარების მიღება და მომხმარებლებს არ მოუწიოთ ოპერატორ(ებ)თან ხანგრძლივ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა; - სასურველია უცხოელი მგზავრებისათვის (რომლებსაც არ აქვთ ქართული ნომერი ან/და არ სურთ როუმინგით ზარის განხორციელება ქართულ ნომერზე) ინტერნეტ პლატფორმ(ებ)ზე მხარდაჭერა; - ცხელ ხაზზე შესულ ზარებზე უნდა ხორციელდებოდეს ოპერატიული და ეფექტური რეაგირება; - ოპერატორმა კომპანიამ, ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს, უნდა წარმოადგინოს ცხელ ხაზზე დაფიქსირებული პრეტენზიების ანგარიში. - ოპერატორი კომპანიის ვალდებულებაა, ვენდინგ აპარატებში განთავსებულმა პროდუქციამ (გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი) დააკმაყოფილოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის ყველა მოთხოვნა. - აუქციონში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს იმ კომპანიამ რომელსაც უფიქსირდება სს „საქართველოს რკინიგზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი ან/და დებიტორული დავალიანება. იმ შემთხვევაში თუკი ასეთი კომპანია მაინც მიიღებს აუქციონში მონაწილეობას და გამოვლინდება გამარჯვებულად, კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას მასთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე და შესაბამისად, არ დაუბრუნოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება („ბე“-ს სახით განსაზღვრული თანხა). - აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 კვირის ვადაში, საკუთარი სახსრებით განახორციელოს ყველა აპარატის სათანადო მოწყობილობ(ებ)ითა (ტელემეტრია, კავშირის მიმღები მოდემები, გამაძლიერებლები, ინტერნეტკავშირი და სხვა) და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვა, რათა მგზავრების მიერ შესაძლებელი იყოს აპარატებიდან პროდუქციის შეძენა (ეროვნულ ვალუტაში) პლასტიკური ბარათით (საბანკო ტერმინალით), ქაღალდის ფულითა და მონეტებით - ამასთანავე აპარატების ონლაინ მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |