>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2586 კვ.მ ; ს/კ N61.23.21.802

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 798FJX122   
აუქციონის #: 798
ლოტის #: 1
რაოდენობა
1.
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
29/09/2022 18:00 - 14/10/2022 15:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
431 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 2586.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 129.30 e
საგარანტიო თანხა: 517.20 e
ტელეფონი: 2 75 39 31
თვისებები
განმკარგავი: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
ბუნებრივი გაზიქალაქიადიგენი
კვადრატულობა(მ²)2586.00წყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ადიგენის სატყეო უბნის, უტყისუბნის სატყეოს, N12 კვარტლის N16 ლიტერირაოდენობა1.
ბრძანების ნომერი2330/სმიწის ფართობი(მ²)2586.00
საკადასტრო კოდი61.23.21.802Rs რუკის მხარდაჭერა
გადახდის ბოლო ვადა14.11.2022სარგებლობაში გადაცემის ვადა49 წელი
ტელეფონის ნომერი2 75 39 31
აღწერილობა
აღწერილობა

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2586 კვ.მ ; ს/კ N61.23.21.802

მოკლე აღწერილობა
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2586 კვ.მ ; ს/კ N61.23.21.802 წლიური საწყისი ღირებულებაა 2586 ლარი.
პირობა

1.გამარჯვებულმა პირმა, სარგებლობისათვის გათვალისწინებული ტყის ფართობი გამოიყენოს საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით - დროებითი ტიპის - 3 ერთეული კოტეჯის (თითოეული 32,5კვ.მ), 1 ერთეული ნაგებობის (სასაუზმე 162 კვ.მ),სველი წერტილის, ღობის, ეზოს ინფრასტრუქტურის, ბავშვთა გასართობი ადგილების, გარე განათების, კომუნალური კომუნიკაციების და საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად.

პროექტის ჯამური  საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 347100  ლარს . ტყითმოსარგებლემ ხელშეკრულების გაფრომებიდან პირველ წელს  შეასრულოს პროექტით დადგენილი 30% საინვესტიციო ვალდებულების შესრულება, მეორე წელს 30%. ხოლო მესამე წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 100% _ით შესრულება.

ტყით სპეციალური  სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებულმა მითითებულ საბანკო ანგარიშზე:   ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი  (ანგარიში N707367019) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.  

სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში უზრუნველყოს  ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განსახორციელებელ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, ტყითსარგებლობისას არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რაც გამოიწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, ასევე (მათ შორის), ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურებას. 

სააგენტოსათან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ხე-ტყის მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების თვითნებური აღდგენა;
 ტყითმოსარგებლე ვალდებულია, გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა. დაუშვებელია ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების გარეშე. 
ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულების პირობები.
 ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვება, ტყითმოსარგებლეს არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.  ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონის "საქართველოს ტყის კოდექსის" და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (მათ შორის, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები);

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; გ) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას. 

ტყის ფონდით მოსარგებლის უფლება-მოვალეობები

1.  ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ( სარგებლობის უფლების გადამცემი)  ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს სააგენტოს. ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 

3. საჯარო რეესტრში ტყითსარგებლობის ხელშეკრულების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

4. ტყითმოსარგებლე ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს მოთხოვნები (ასევე, გადაიხადოს ქონების (მ.შ მიწაზე) და სხვა გადასახადები).

5. ფართობით სარგებლობა უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

6. ტყითსარგებლობისას სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის მოჭრა და ა.შ).                       

7. თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების განხორციელებას.   

8. გადაცემული ქონება არ გამოიყენოს იმ მიზნებისათვის, რომელიც  ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული.

9. პროექტის ჯამური  საინვესტიციო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 347100 ლარს, 30% -ის შესაბამისი სამუშაოები  ტყითმოსარგებლემ  შეასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში.მეორე წელს 30%,  ხოლო სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 100 % _ით შესრულება. 

10. მე-9 პუნქტის შესაბამისად  ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ყოველ კონკრეტული წლის  ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, განსახორციებელი წლიური საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის- ხელშკრულების შემდგომი ერთწლიანი პერიოდის დადგომამდე -1 (ერთი) თვით ადრე.  სარგებლობა უნდა განხორციელდეს „წყლის შესახებ“

საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით. ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ფართობზე უნდა განხორციელდეს მინიმალური სამშენებლო ჩარევა, გამოყენებული უნდა იქნას თანამედროვე არქიტექტურული ფორმები (ხე-მცენარეების მოჭრის გარეშე). ტერიტორია არ უნდა ჩაიკეტოს მოქალაქეებისთვის,უნდა შენარჩუნდეს დაუბრკოლებელი საზოგადოებრივი აქტივობები და ფართობი უნდა შენარჩუნდეს საზოგადოებრივი სტატუსით.

11.  მე-9 პუნქტის შესაბამისად  ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული(აუდიტური) ფირმის მიერ და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას შესაბამისი ვალდებულების შესრულების თაობაზე. 

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ტყითსარგებლობა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის N221 დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს, მის საფუძველზე მასთან გაფორმებული ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულების, ამ ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი. 

ტყის მართვის ორგანო  ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი  შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ  ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420; ან სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 2 75 39 50;



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

 

 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 


საქართველოს მთავრობის დადგენილება №221 2021 წლის 18 მაისი

. თბილისი

ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

 


თავი XVIII

მერქნული რესურსის საკუთრებაში და ტყის სპეციალურ სარგებლობაში

გაცემის წესი

 

მუხლი 79. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:

) ტყით სპეციალური სარგებლობის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ტყის ფართობის გაცემის შემთხვევაშიტყის მართვის ორგანოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ტყის მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

) მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების  საკუთრებაში გაცემის შემთხვევაშიტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყითსარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებას, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78- მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, თან უნდა დაერთოს:

) ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის (სარგებლობის სახის) შესახებ ტყის მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად  (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის  შემთხვევისა);

) ტყითსრგებლობაში მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი.

3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია, ტყითსარგებლობის უფლება,  მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით.

5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტ გვერდზეwww.eauction.ge

6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

) აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს დასახელებას;

) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და ზოგად მონაცემებს (ტყითსარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხეტყის (მორის) შემთხვევაშიმის სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, მითითებას ხარისხის შესახებ (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), ფირნიშის მონაცემებს;

) მერქნული რესურსის პროდუქტების საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, პროდუქტის სახეობას, ადგილმდებარეობასა და რაოდენობას, ხოლო ტყის არამერნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების, საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, პროდუქტის სახეობას, ადგილმდებარეობასა და საორიენტაციო მოცულობას;

) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს აუქციონის გამომცხადებელი;

) ტყითსარგებლობის უფლების ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალების აუქციონის საწყის ფასს;

) მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაშიტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას;

) ტყითსარგებლობის უფლების გაცემის შემთხვევაშისარგებლობის ვადას, სარგებლობის კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებსა;

) ბე- თანხის ოდენობას;

) აუქციონის ჩატარების პირობებს;

) ტყითსარგებლობის უფლების მოქმედების ვადას;

) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

7. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, ტყის მართვის ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

მუხლი 80. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში დამზადებულ  მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი

1. ტყის მართვის ორგანოს მიერ სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში  დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება ტყის  მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.

2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ტყის მართვის ორგანოს ინტერნეტგვერდსა და ინტერნეტგვერდზეwww.eauctio№.ge.

3. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას;

) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხეტყის (მორის) შემთხვევაშიმის ხარისხს, სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, ფირნიშის მონაცემებს;

) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ტყის მართვის ორგანო;

) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს;

) ბეს ოდენობას;

) აუქციონის ჩატარების პირობებს;

) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

4. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, ტყის მართვის ორგანოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის  82- მუხლის შესაბამისად.

მუხლი 82. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან ტყის მართვის ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);

) რეგისტრაციის დროს ინტერნეტაუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;

) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;

) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბე- თანხის გადახდა.

3. ბე- ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის 20%-ის ოდენობით.

4. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას ბე უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაშიბე- თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო/შეთავაზებულ ფასში.

5. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად

) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

7. თუ აუქციონის ჩატარების ინიციატორი დაინტერესებული პირი ელექტრონულ აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, მას  აუქციონში გამარჯვებულისაგან აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუნაზღაურდება აუქციონის გამოცხადებისათვის (აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის) საჭირო, მის მიერ ტყის მართვის ორგანოში წარდგენილი დოკუმენტების შექმნისათვის გაწეული ხარჯი (ამ შემთხვევაში ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება).

მუხლი 83. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული აუქციონი  ჩაატაროს აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისსახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს მეშვეობით.

2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზეხოლო ტყის სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება დგინდება აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი  აუქციონის წლიურ საწყის ფასად (გარდა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია, განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს  1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით.

6. სააგენტოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.

7. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის სარგებლობის უფლებასა და მერქნულ რესურსსა და მერქნული რესურსის პროდუქტებზეასევე ფესვსა და ძირკვზე საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.

8. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამო-ცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

9. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

10. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 84. გარიგებათა გაფორმების წესი

ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის  მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ხის მეორეხარისხოვანი მასალებისსაკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა მერქნული რესურსის პროდუქტები, ტყის არამერქნული რესურსები, ხის მეორეხარისხოვანი მასალები

მუხლი 85. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;

) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

მუხლი 86. ანგარიშსწორების წესი

1.  ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს.

2. ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, თუ სააუქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე.

4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ტყის მართვის ორგანოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, ტყის საზღვრების კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის, სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსის, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის, პლანტაციური მეურნეობის წარმოების, თევზის მეურნეობის, ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების  მოწყობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით სარგებლობისას მოჭრილი  მერქნული რესურსის, ასევე, ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსის შემთხვევებში ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხებიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის ჩარიცხვას თავის ანგარიშზე, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან შესაბამისი  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში –  მოსაკრებლის გადახდასა და სახელმწიფო ბიუჯეტში  დარჩენილი თანხის (აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან) გადარიცხვას, გარდა ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევისა, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას ტყის  მართვის ორგანო უზრუნველყოფს მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაშიაუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში, ასევე ტყის მართვის ორგანოს მიერ სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე. 

12. მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, რაც წარმოადგენს  -  ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.