>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებული 202 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ნივთის ს/კ 50.26.31.002 თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL72792521   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 727925
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
16/08/2021 12:00 - 26/08/2021 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
530 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 1000 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელი ომალოქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)202გადახდის ბოლო ვადა27.08.2021
ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ომალო-თუშეთში, თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებული 202 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ნივთის ს/კ 50.26.31.002 თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად)) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი 

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემა 

პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალო-თუშეთში თუშეთის ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ არსებულ 202 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (უძრავი ქონების ს/კ 50.26.31.002) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ექსტრემალურ ატრაქციონს (ორ პერსონაზე გათვლილი საქანელა შესაბამისი აღჭურვილობით) - სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ზურმუხტის ქსელზე შეფასების დოკუმენტის მომზადება.

2. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან შეთანხმებით სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე მოაწყოს დამატებითი ინფრასტრუქტურა.

3. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დადასტურებულ უნდა იქნეს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული(აუდიტური) ფირმის მიერ და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას შესაბამისი ვალდებულების შესრულების თაობაზე. 

4. ხელშეკრულების ვადის დასრულების ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ქონებაზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

5. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას ყოველწლიური ბრუნვის 5%-ის ოდენობით (ბრუნვა - ტურისტული მომსახურების გაწევისას მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, მართვის უფლებით გადაცემული ქონების სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 125 (ას ოცდახუთი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით). 

6. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 5 ლარი). 

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით.

8. ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლების გადაცემის ვადად განისაზღვრა 25 (ოცდახუთი) წელი. 

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.