>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელი ჭერი მდ. „სხალთისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინების“ I უბანი , კატეგორია P2 მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 28 744 კუბური მეტრი.

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 6CYJ121   
აუქციონის #: 6
ლოტის #: 1
რაოდენობა
28744 კუბური მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
23/08/2021 12:00 - 23/08/2021 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
297 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 24995 e
ვაჭრობის ბიჯი: 2499.5 e
საგარანტიო თანხა: 7700.00 e
ტელეფონი: 2273510 (137)
თვისებები
განმკარგავი: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
ბრძანების ნომერი01-01-3/387ქვეყანასაქართველო
ქალაქიხულორაოდენობა28744
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭერიმიწის ფართობი(მ²)14372
Rs რუკის მხარდაჭერაგადახდის ბოლო ვადა07.09.2021
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი2273510 (137)
აღწერილობა
აღწერილობა
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510 (137) 577 58 80 18 ედუარდ ნაკაშიძე
მოკლე აღწერილობა

ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელი ჭერი მდ. „სხალთისწყლის კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინების“ I უბანი, კატეგორია P2

მოსაპოვებელი რესურსის რაოდენობა 28 744 კუბური მეტრი. 

სალიცენზიო ობიექტის ფართობი 14372 კვადრატული მეტრი

 ლიცენზიით სარგებლობის პერიოდი 1 (ერთი) წელი.

საგარანტიო თანხა შეიცავს მოსაკრებელს 200 ლარის ოდენობით.

პირობა

1. სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის:

ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის     მოპოვების     დაწყებამდე     შეადგინოს     წიაღით     სარგებლობის     საპროექტო დოკუმენტაცია ამ დანართის პირველი   პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად; 

ბ) მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;

გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების     შემთხვევაში    მოახდინოს    მისი    აღდგენა-რეაბილიტაცია,    გზის    პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით და საქართველოს კანონით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ გათვალისწინებულ ნორმას;

ე) ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კოორდინატების თვალსაჩინოდ მონიშვნა;

ვ) ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

ზ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით;

თ) ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის;

ი) ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;

კ)     ლიცენზიის      მფლობელი      ვალდებულია      წიაღითსარგებლობის      განხორციელებისას გეოდინამიკური        სიტუაციის   გართულების   (ასეთის   არსებობის)   შემთხვევაში   შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები; 

ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღით სარგებლობის განხორციელებისას უზრუნველყოს სასმელი წყლის, სანიაღვრე და საკანალიზაციო მაგისტრალის უსაფრთხოება და დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა; 

მ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის „გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. დაიცვას „ტექნიკური რეგლამენტების - წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების (საინფორმაციო  ანგარიში)  წესის,  წიაღით  სარგებლობის  პროექტების,  საბადოთა  დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესისა და სტატისტიკური დაკვირვების ფორმების (№1-01, 1-02, 1-03, 1-04) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №271 და „კარიერების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №450 დადგენილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ამასთან, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, ასევე გარემოს დაცვისა რესურსების სამმართველოს 25/12/2017 წ. №08/957 წერილის საფუძველზე დადგენილი სხვა პირობები;

ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით); ო) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები;

პ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ჟ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები;

რ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონის „საავტომობილო გზების შესახებ“ მე-16 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად მოპოვებითი სამუშაოების დაწყებამდე საქართველოს საავტომობილო   გზების    დეპარტამენტში    წარადგინოს    ტრანსპორტის    შესასვლელი    და გამოსასვლელი სქემატური ნახაზი და გზის საფარის მოწყობა განახორციელოს საავტომობილო გზის საფარის იდენტურად გზის ღერძიდან 30 მეტრის ფარგლებში

ს) გეოდინამიკური სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ობიექტის მთელ ფართობზე საშუალო წლიური მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 2,00 მ-ს.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 4 აპრილის N794 წერილის შესაბამისად:

ა) ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე, სადაც განხორციელდება მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით გათვალისწინებულ ნორმას;

ბ) სამუშაოების წარმოებისას საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში პერიოდულად განახორციელოს დაზიანებული საავტომობილო გზის მდგომარეობის შესწავლა და საჭიროების  შემთხვევაში  მისი  შეკეთება  და  ასევე,  სამუშაოების  (მოპოვება-ტრანსპორტირება) დასრულების   შემდეგ   უნდა   მოახდინოს   გზის   პირვანდელ   მდგომარეობაში   მოყვანა   (გზის საფუძვლის და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა).

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სხვადასხვა კომუნიკაციის არხებთან (მათ შორის ხაზობრივი ნაგებობები რეგისტრირებული და/ან დაურეგისტრირებელი) ახლოს სამუშაოების წარმოების დროს დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) მკაცრად იქნას დაცული ხაზობრივი ნაგებობის ხელშეუხებლობა;

ბ) არ შეუქმნას სფრთხე არსებულ კომუნიკაციას და უზრუნველყოს კომუნიკაციის უსაფრთხოებ; გ) შეუფერხებლად და შეზღუდვის გარეშე უზრუნველყოს ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის წარმომადგენლის კომუნიკაციასთან მისვლა და სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება;

დ) კომუნიკაციის დაცვის ზონაში სამუშაოების დაწყებამდე ლიცენზიის მფლობელმა აცნობოს მესაკუთრეს და სამუშაოები აწარმოოს თანხმობი;

ე) ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს კომპანიას ყოველგვარი საფრთხის შესახებ რომელმაც შეიძლება შეუძლებლი გახადოს კაბელით სარგებლობა, მათ შორის სტიქიური უბედურების დროს 3 (სამი) დღს ვადაში;

ვ) ლიცენზიის მფლობელის საქმიანობიდან გამომდინარე კომუნიკაციის გადატანის საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოები განხორცელდეს ლიცენზიანტის ხარჯებით.

4. დამატებითი პირობა: საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ივლისის N1118 განკარგულებით განისაზღვრა  დამატებითი სალიცენზიო პირობები, რომლის თანახმად  ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი  სასარგებლო წიაღისეულის 50% და აღნიშნული 6 (ექვსი) თვის ვადაში საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე ამავე  ლიცენზიის მოქმედების ვადაში უზრუნველყოს მისი  გადაცემა განსაზღვრული ფასის (ლიცენზიის  მფლობელის მიერ გადახდილი სააუქციონო ფასის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლისა და რესურსის მოპოვებისათვის სსიპ „ლევან  სამხარაულის სახელობის  სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“    დასკვნით   დადასტურებული საჭირო თანხის ჯამი) შესაბამისად საქართველოს  საავტომობილო   გზების   დეპარტამენტის   კონტრაქტორი    ორგანიზაციებისთვის,   რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბათუმის შემოვლითი გზის მიმდინარე პროექტს.





გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე. 

წესები და პირობები

ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით, დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს, პირობებს და წარმოეშვა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით, ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ კანონებით გათვალისწინეული უფლებები და მოვალეობები.

2. ვებ-გვერდის გამოყენებამდე,მომხმარებელი უნდა გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ექცევა ამ მუხლის პირველი პუნქტის წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა იმაზე, რომ აუქციონის წესების და პირობების მოქმედება გავრცელდეს მასზე.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

1. წინამდებარე წესები და პირობები, ვებ–გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს/სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფო ქონება.

მუხლი 3. რეგისტრაციის პირობები

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ფიზიკურ პირს, 18 წელის ასაკიდან და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

2. ფიზიკური პირი, 18 წელის ასაკიდან რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ცნობილია ქმედუნარიანად, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“, „გვარის“ და „სახელის“ „მომხმარებლის სახელის,“ „პაროლის,“ „საცხოვრებელი მისამართის,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს.

3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ „დასახელების“, „მომხმარებლის დასახელების,“ „პაროლის,“ „მისამართის,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს.

4. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი „დადასტურების ელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აქვს სიახლეების ხელმოწერის შესაძლებლობა.

5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებ-გვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

6. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

მუხლი 4. ავტორიზაცია

1. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

მუხლი 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობაში მიიღოს ვებ-გვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებელის მიერ ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა ან/და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ინტერნეტ-აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს "ონლაინ" რეჟიმში.

5. ინტერნეტ-აუქციონნის დასაწყისად ითვლება მისი ვებ-გვერდზე გამოცხადების მომენტი.

6. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში,“ საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

7. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

8. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

9. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“

10. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულადა უქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელბედა ვაჭრობის დასრულებამდე.

11. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის, ადგილის და ა.შ. მითითებით)

12. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნება ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:

2. შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი ან სხვა პირობები ნებისმისერ დროს. ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებ-გვერდზე.

3. შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ პრივატიზების/სარგებლობაში გადაცეის განმახორციელებელ ორგანოს.

4. შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებ-გვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს.

5. გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

6. უარი უთხრას მონაწილეს ელექტრონულ(ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნას საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

7. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია:
ა) კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

8. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება.
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

9. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები.
ბ) პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/ სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება;

10. მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბე-ს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც საბანკო დაწესებულებაში ასე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით.

2. მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით თანხის გადახდის მიზნით, შესაბამის საბანკო დაწესებულებაში ხსნის საბანკო ანგარიშს. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბე-ს თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბე-ს თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.

5. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონში გამარჯვების დღიდან პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

7. ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა ქონებაზე საკუთრების უფლება და კარგავს ბე-ს. (ხოლო, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში ის სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში).

8. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის დასრულების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. კონფიდენციალურობა

1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

2. აკრძალულია წინამდებარე წესებისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 -3 პუნქტბში მოცემული პარამეტრების გაყალბება და ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლისგან რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია მესამე პირთან.

4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.

2. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით.