1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია: ა) შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის ვადაში უზრუნველყოს ქციატაბაწყურის აღკვეთილში (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი 63.07.51.028) მდებარე შენობანაგებობის (კოტეჯი) რეაბილიტაცია და რემონტი ვიზიტორთათვის ღამისთევის სერვისის
შეთავაზების მიზნით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების მიზნით განახორციელოს
არანაკლებ 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია;
გ) ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების მიზნით
შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის
მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო
ვალდებულებების შესრულების ვადას.
2. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
დადასტურებულ უნდა იქნეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის
მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე. 3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აუქციონში გამარჯვებულის ბრალეული
ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა
ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო
საკუთრებაში; 4. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ყოველწლიური ბრუნვის 10%-ის ოდენობით
(ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი,
ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ქონების სარგებლობაში მიმღები ვალდებულია,
ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, გადაცემული ქონების
სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 2000 (ორი ათასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით); 5. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით; 6. ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) წლით. 7. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 80 (ოთხმოცი)
ლარით (ქონების საბალანსო ღირებულების 0.2%). |