>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ფოთლოვანი თხმელისა და მურყანის ჯიშის მორი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 723AC621   
აუქციონის #: 723
ლოტის #: 6
შტრიხკოდი
2000003627738 2000003627714
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
13/04/2021 13:00 - 19/04/2021 13:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
28 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 0.45 e
ვაჭრობის ბიჯი: 0.01 e
საგარანტიო თანხა: 0.14 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 26.05.2021
ტელეფონი: 2601601
თვისებები
განმკარგავი: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
ქვეყანასაქართველოქალაქიხარაგაული
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხარაგაულის რაიონი სოფ. წაქვა და სოფ. ვაშლევიRs რუკის მხარდაჭერა
გადახდის ბოლო ვადა29.04.2021შეფასების თანხა44.90
შტრიხ კოდი2000003627738 2000003627714საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი2601601
ქონების ტიპიმოძრავი ქონება
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! 

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 -601 ან მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.

   აუქციონზე გამოტანილი მერქნული რესურსის შემძენივალდებულია შეძენილი ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე  უზრუნველყოს „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის #46 დადგენილებით დადგენილი წესების დაცვა.

         იხილეთ მიმაგრებული ფაილი!

მოკლე აღწერილობა
საერთო მუცულობით არის 0,449 მ3. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.
პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 2 601- 601

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების სარეალიზაციო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან10 კალენდარულიდღისვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან   20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი სარეალიზაციო ქონების გატანა- ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თანავე.
 
ქონების დათვალიერება შესაძლებელია სამუშაო დღეებში სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

მოგებული ქონების გაცემა იწარმოებს სამუშაო დღეებში, სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო”-სთან შეთანხმებით.

ქონების დათვალიერებისა და გატანის პროცესშიდაინტერესებული პირი ვალდებულია დაიცვას კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესები.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ


გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე. 


ელექტრონული აუქციონების სისტემა ,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი


 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

 გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ანგარიშის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

·         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

·         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი,   ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

ხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია : თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვა ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

აკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

·         გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

·         დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო  მომხმარებელს  ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.


3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს   eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

·         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება  გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

·         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

·         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

·         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

·         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

·         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის პირობები
 
„რეგისტრაციის” ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის პირობებს.
ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შეიძინოს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, ივაჭროს ვებგვერდის www.eauсtion.geმეშვეობით, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე პირობებს.
ვებგვერდის www.eauсtion.ge გამოყენებამდე, გთხოვთ,  დეტალურად   გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. წინამდებარე პირობების გაცნობა და დადასტურება არ წარმოშობს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას.
 
ტერმინები და  განმარტებები
წინამდებარე ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან სხვა რამ  გამომდინარეობს:
ა) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №49ა).
ბ) მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც წინამდებარე პირობებს ეთანხმება ელექტრონული ფორმით.
გ) აუქციონში გამარჯვებული პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობისას, დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, ასევე, პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დაეთანხმება აუქციონის პირობებს და გაიმარჯვებს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.
დ) აუქციონი - სააგენტოს ელექტრონული აუქციონების სისტემის www.eauсtion.ge-ს   საშუალებით გამოცხადებული აუქციონი.
ე) ინტერნეტმაღაზია - სააგენტოს  ელექტრონული სავაჭრო ობიექტი, სადაც ვაჭრობა წარმოებს ვებგვერდის www.eauсtion.ge-ს   მეშვეობით.
ვ) პირობები - წინამდებარე პირობები, რომელსაც მომხმარებელი ეთანხმება ელექტრონული ფორმით.
ზ) კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,  საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
თ) ქონება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც განიკარგება/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გაიცემა სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ან ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით.
ი) ვებგვერდი - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauсtion.ge.
კ) ბე - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ  სააგენტოს  მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა (დაბლოკვა).
ლ)  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ  წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.
მ) ვებგვერდი www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა - სერვისების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც  მომხმარებელი/აუქციონში  გამარჯვებული პირი წარადგენს/იხდის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე, ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს (გარდა ეტაპობრივად გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა) წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მეთოდებით.
 
რეგისტრაციის პირობები
1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ დაიურიდიულ პირს. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა მოძრავი ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გარდა), ხოლო მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი.
2. ფიზიკური პირის რეგისტრაციის ეტაპები:
  • პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოსსამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: „პირადი ნომერი“, „გვარი“, „სახელი“, ,,დაბადების თარიღი“, „ფაქტიური მისამართი“, „მობილური ტელეფონის ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, ,,მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად.
  • ფიზიკური პირი, ვებგვერდზე შეტყობინების სახით მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ხსნის შესაბამის ვებგვერდის ბმულს და ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. საქართველოს მოქალაქის  თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული პირადი მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით, ხორციელდება მათი გადამოწმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიური სისტემაში.
3. იურიდიული პირის რეგისტრაციის ეტაპები:
  • იურიდიული პირი შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში უთითებს საიდენტიფიკაციო ნომერს, რის შემდეგაცსისტემის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფორეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციისგადამოწმება. მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში, ხდება „სამართლებრივი ფორმის“,  „დასახელების“ და „იურიდიული მისამართის“ ველების ავტომატური შევსება. იურიდიულიპირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ელექტრონული ფორმისდარჩენილი ველები: „მომხმარებლის სახელი“, „პაროლი“, „უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, „მობილური ტელეფონისნომერი“ და „საბანკო რეკვიზიტები“, რის შემდეგაც პირიეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად.
  • იურიდიული პირი, ვებგვერდზე შეტყობინების სახით მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ხსნის შესაბამის ვებგვერდის ბმულს და ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელიხდება აქტიური სისტემაში.
 
 
ავტორიზაცია
ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის, პაროლის და უსაფრთხოების ერთჯერადი კოდის შეყვანის გზით, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
 
აუქციონში მონაწილეობის მიღება
1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვსაუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობაში/მართვის უფლებითმიიღოს სახელმწიფო ქონება.
2. აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების შეძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესით, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის უფლებით გადაცემის პირობები დამატებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებით დამტკიცებული წესით. მომხმარებელი მზადაა აუქციონში მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული წესებით განსაზღვრული ყველა პირობის დაცვით და გათვალისწინებით.
3. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდისა და შესაბამისი ხელშეკრულების დადების, ასევე, მოძრავი ქონების გატანის ვადების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აუქციონის ჩატარების შესახებ.
4. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოსაუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობისაბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული) წარადგინოს/გაააქტიუროს თითოეული ლოტისთვის ცალცალკე.
5. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ქონებას დასურვილის შემთხვევაში გადააქვს „ამორჩეულ ლოტებში“. აღნიშნულ ქონებაზე აუქციონის გვერდის გახსნის შემდგომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს აუქციონშიმონაწილეობა. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთარაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულიადანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურადუზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
6. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციასაუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილემომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასისდადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
7. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისითანხმობა შესაბამისი ქონების მოცემულ ფასად შეძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიღების თაობაზე. ფასისდადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობითმომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდისქონების ფასს.
8. აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონისდასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ქონებაზეყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით - მომხმარებელი, რომელიცდააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, ასევე, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია  დააკმაყოფილოს  აუქციონის პირობები.
9. აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდააუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთისგანმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით დაასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
10. აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა აუქციონში გამარჯვებულ პირებს და აუქციონის სხვა მონაწილეებსმითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილურიტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონის შედეგების შესახებ.
 
ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაბრუნების/შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვის პირობები
1. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება  აუქციონისჩატარების დღიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
2. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონზე რეგისტრირებულმა პირმა, რომელმაც გადაიხადა ბე ან/და წარმოადგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/გადახდილი ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.
3. სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში  გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/გადახდილი ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში შემდეგ შემთხვევებში:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური (თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასურის გადახდა იყო);
ბ) დადგენილ ვადაში არ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება;
გ) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;
დ) აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს მოძრავი ქონების გატანას;
ე) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული პირობები.
 
მხარეთა უფლებამოსილებები
1.      სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის წესი ან სხვაპირობები ნებისმიერ დროს;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონომოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სააგენტოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორადმოქმედებს;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან დარაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისიზომები.
2.      მომხმარებელი უფლებამოსილია:
 
ა) მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მოძრავი ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პირობებს;
 
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული თავისი პირადი მონაცემები, გარდა მომხმარებლის სახელისა.
 
 
ვებგვერდი www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა
1. ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდა და აუქციონის გზით შეძენილი ქონების საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასურის (გარდა ეტაპობრივად გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა) გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით, კერძოდ:
ა) საბანკო დაწესებულების მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდის მეთოდი (“ბილინგი”);
ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდი;
გ) eMoney  ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;
დ) ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი („ინტერნეტ ბანკინგი“).
 
2. ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზეაუქციონში მონაწილეობის მისაღებად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია  ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურების მეთოდით.
 
3. საბანკო დაწესებულების მეშვეობით ნაღდიანგარიშსწორების ფორმით გადახდის მეთოდი(„ბილინგი“):
ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ნაღდი ფულით გადახდა სს ,,ლიბერთიბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ან ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, რის შედეგადაც თანხა ავტომატურადაისახება ელექტრონული აუქციონების სისტემაში. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.
ბ) გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა სს „ლიბერთი ბანკში“ უნდა წარადგინოს, ხოლო ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადახდისას შეიყვანოსვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები დააუქციონის განაცხადის ნომერი.
გ) ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება სააგენტოს სატრანზიტო ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა გადახდილი თანხის ვებგვერდზე ასახვა.
დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა შესაბამისი სერვისის მეშვეობით აცნობებს სს ,,ლიბერთი ბანკს“ იმ აუქციონის შედეგებს, რომელზეც გადახდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ საგადახდო  სისტემით იყო განხორციელებული:
  • აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური, ხოლო თუ აუქციონი არ შედგა, აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ (რომელმაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა ბე და არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში) გადახდილი ბე ავტომატურად გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე;
  • აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს ბე უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.  იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს პირად მონაცემებში დამატებული არ აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი, შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკიდან“ ბეს თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობისა და შესაბამისი აუქციონის განაცხადის ნომრის წარდგენის საფუძველზე .
 
ე) აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საკომისიოს განსაზღვრავს სს „ლიბერთი ბანკი“.
 
4.  საბანკო პლასტიკური  ბარათით  გადახდის მეთოდი:
ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ელექტრონული გადახდის ფორმა.
ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის შესაბამის საგადახდოსისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათისმონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
გ) ბეს გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად მოიპოვებს შესაბამის აუქციონშიმონაწილეობის მიღების უფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემის მიერ შესაბამისი სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგები ეცნობება ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
  • აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური, ხოლო თუ აუქციონი არ შედგა, აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ (რომელმაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა ბე და არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში) გადახდილი ბე ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის ანგარიშიდან და გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე;
  • აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.
 
ე) ელექტრონული გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელსსაბარათე ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური და ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
ვ) მითითებული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება აუქციონში გამარჯვების, ასევე იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონზე რეგისტრირებულმა მომხმარებელმა, რომელმაც გადაიხადა ბე, არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში. აუქციონში დამარცხების შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.
 
5. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი:
ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა  eMoney  ელექტრონული საფულის მეშვეობით.
ბ) www.eauction.ge-ს სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney-ს ანგარიშის გახსნას ვებგვერდზე უკვე არსებული და  ახლად დარეგისტრირებული ყოველი მომხმარებლისათვის.
გ) eMoney-ს გადახდის სისტემის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის eMoney-ს საგადახდო სისტემაში, სადაცახორციელებს გადახდას.
დ) ბეს გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს კონკრეტულ აუქციონშიმონაწილეობის მიღების უფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney-ს ანგარიშზე.
ე) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა შესაბამისი სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ს სისტემას იმ აუქციონის შედეგებს, რომელზეც გადახდა eMoney-ს საგადახდო სისტემით იყო  განხორციელებული:
  • აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური, ხოლო თუ აუქციონი არ შედგა, აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ (რომელმაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა ბე და არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში) გადახდილი ბეავტომატურად გადაირიცხება  სააგენტოს ანგარიშზე eMoney-სმიერ დაწესებული ვადებში;
  • აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.
ვ) eMoney ელექტრონული საფულით გადახდის შემთხვევაში, მოხმარებელს შესაბამის ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური  და  საკომისიო  eMoney-ს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
 
6.  ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდისმეთოდი („ინტერნეტ  ბანკინგი“):
 
ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის („ინტერნეტ ბანკინგის“) გამოყენებით.
ბ) აღნიშნული მეთოდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში,რეკომენდებულია ბეს თანხის გადარიცხვა განხორციელდესაუქციონის დასრულებამდე, ხოლო საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასურის გადარიცხვა განხორციელდეს თანხის გადახდის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა), რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა.
გ) გადარიცხვა ხორციელდება შემდგენაირად: ლოტზე არსებულიჩანართიდან "დანიშნულება" წარმოდგენილი ჩანაწერი სრულისიზუსტით უნდა მოინიშნოს და იმავე სიზუსტით ჩაიწეროს უნაღდოგადარიცხვის დანიშნულებაში.
დ) შესაბამისი აუქციონის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მეთოდით გადახდილი თანხები გადაირიცხება შემდეგნაირად:
  • აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური, ხოლო თუ აუქციონი არ შედგა, აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ (რომელმაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა ბე და არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში) გადახდილი ბე ავტომატურად გადაირიცხება  სააგენტოს ანგარიშზე;
  • აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს ბე უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს პირად მონაცემებში დამატებული არ აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი, შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკიდან“ ბეს თანხის ნაღდი ფულის სახით  გატანა, მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობისა და შესაბამისი აუქციონის განაცხადის ნომრის წარდგენის საფუძველზე.
 
7. ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებისმეთოდი
ა) ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებაშესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც მითითებულიაელექტრონული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა.
ბ) მომხმარებელი, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე,  მიმართავს შესაბამისდაწესებულებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებას და აწვება ღილაკს "აქტივაცია". მომხმარებელი ავსებს შესაბამის ველებს, კერძოდ, შეყავს გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომერი და PIN კოდი. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს აუქციონში მონაწილეობის მიღებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის პრინციპალს უნდა წარმოადგენდეს ვებვერდზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც სურს შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიღება.
გ) მას შემდეგ, რაც დასრულდება აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გააქტიურებული იქნა ელექტრონული საბანკო გარანტია:
  • აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს დაუბრუნდება (განიბლოკება) ელექტრონული საბანკო გარანტია;
  • თუ აუქციონი არ შედგა, აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ (რომელმაც შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიზნით წარადგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და რომელმაც არ მიიღო მონაწილეობა სააუქციონო ვაჭრობაში) წარდგენილი საბანკო გარანტიის თანხა გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
 
 
ინტერნეტმაღაზია
1. ინტერნეტ მაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია.
2. მომხმარებელს ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეუძლიამ ხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომელსაც მითითებული აქვს სიმბოლო .
3. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ, მომხმარებლის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.
4. ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ისპირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს.
5. ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით ვაჭრობისას ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა ხორციელდება ვებგვერდიდან საბანკო პლასტიკური ბარათით.
6. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენისას, ქონების გატანა ხორციელდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, იგი კარგავსუფლებას ქონებაზე და მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს  სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
 
www.eauction.ge-ს   მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესი და პირობები
1.             www.eauction.ge-ს მობილური ვერსიით -  მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ქონების შეძენა/სარგებლობის/მართვის უფლებით მიღება აუქციონის გზით, ასევე ქონების შეძენა ინტერნეტმაღაზიის საშუალებით.
2.             www.eauction.ge-ს  მობილური აპლიკაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მობილური ტელეფონის მეშვეობით გამოიყენოს ვებგვერდის  ძირითადი მოდულები: რეგისტრაცია, ავტორიზაცია, გადახდები, ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება.
3.              მომხმარებლის მიერ  www.eauction.ge-ს მობილური აპლიკაციით სარგებლობის დროს, სააგენტო არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მობილური ტელეფონის გაუმართაობის ან ინტერნეტის წყვეტის გამო  გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
 
კონფიდენციალურობა
1. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაციათავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლიცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდაშეცვალოს.
2. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეულიპაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
 
დამატებითი პირობები
1. ისეთი სახეობის ქონების შეძენის შემთხვევაში, რომლისრეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში  უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
2. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი ქონების გატანახდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულსეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურებისგანხორციელებაზე.
3. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შეძენილ ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით,  სახელმწიფოს წინაშე  წარმოშობილი შესაძლო საგადასახადო  ან/და სხვა სახის ვალდებულებები.
4. სააგენტო არ აგებს პასუხს ვებგვერდზე შესვლისას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისას მომხმარებლის მიერ გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის/მუშოაბის შეფერხების და ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
5. მომხმარებლისათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებახორციელდება ვებგვერდზე  მის პირად მონაცემებში მითითებულელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონისნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლებაოფიციალურ შეტყობინებად.