>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი) მდებ. ქალაქ ახმეტაში, ლესელიძის ქუჩა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 12345BU131220   
აუქციონის #: 12345
ლოტის #: 1312
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
17/11/2020 16:00 - 02/12/2020 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
321 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 151106.4 e
ვაჭრობის ბიჯი: 3000 e
საგარანტიო თანხა: 45000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 18.01.2021
ტელეფონი: 2 649 649 (156)
თვისებები
განმკარგავი: ,,საქართველოს ფოსტა”
კვადრატულობა(მ²)629.61ქუჩა(დასახელება/ნომერი)ლესელიძის ქუჩა
კონდიციონერისაკადასტრო კოდი50.04.43.241.01.501
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
ტელეფონიინტერნეტი
პარკირებალიფტი
ბუხარიავეჯი
აივანილოჯი
TVქვეყანასაქართველო
ქალაქიახმეტაცხელი წყალი
გათბობასათავსო
გადახდის ბოლო ვადა04.01.2021საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა45
ტელეფონის ნომერი2 649 649 (156)
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მიბმულ ფაილზე. ცხადდება განმეორებით

მოკლე აღწერილობა

მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა სადაც განთავსებულია გასაყიდი შენობა ნაგებობის ფართი (629.61 კვმ, მათ შორის:  1 სართულზე -446,53კვმ და მე-2 ზე-183.08კვმ, შპს ,,საქართველოს ფოსტის"საკუთრებაში არსებული მთლიანი 803.94კვმ ფართიდან) თანასაკუთრებაშია

პირობა

ელექტრონული აუქციონის ჩატარების პირობები იხილეთ  ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას  ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების  შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011 წლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებულ წესში.  

ელექტრონული აუქციონში გამარჯვებული  ნასყიდობის  ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს  შპს ,,საქართველოს ფოსტის” ქონების მართვისა და ტრანსპორტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი N2, ოთახი N 328)  და  წარმოადგინოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ინდ. მეწარმის შემთხვევაში -  დამატებით - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

• იურიდიული პირის შემთხვევაში -  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ან რეგისტრაციის დამადასტურებელი სხვა შესაბამისი დოკუმენტი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ პირი წარმოდგენილია სხვა პირის მიერ.

დამატებითი პირობები:

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის აუქციონის მონაწილის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა,  თანხის  გადახდის  ვადები და სანქციები:

ელექტრონულ  აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის  ორგანოს  მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.          

შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში არსებული, ელექტრონულ აუქციონზე დასახელებული ქონების გაყიდვისას  გამყიდველსა (ქონების მესაკუთრე)  და მყიდველს (აუქციონში გამარჯვებული) შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, ნასყიდობის საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეებს შორის  იდება აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.  აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია თავისი ხარჯებით მოახდინოს აუქციონში შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

•აუქციონში გამარჯვებულმა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ საკუთრებაში არსებული, ელექტრონულ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო საფასური სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან  -  30  კალენდარული  დღის  ვადაში, ვებ-გვერდზე მითითებულ შესაბამის ანგარიშზე, ამავე ვადაში წარმოუდგინოს გამყიდველს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.  წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს "საქართველოს ფოსტის" ანგარიშზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

•აუქციონის შედეგები უქმდება, თუ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე  ხელის  მოწერაზე  უარი  განაცხადა. აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ანგარიშზე და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

•თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ანგარიშზე  და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 •ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.



ინფორმაცია გადახდის პროცესების შესახებ

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.  


ელექტრონული აუქციონების სისტემა ,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:
1. ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი);
2. საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი;
3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი;
5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი;


1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ნებისმიერ ფილიალაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.
 გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირისდასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).
საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულაუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდაგანხორციელებული:
• აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

• აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.
სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულიაგადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოსგანცხადებით განმკარგავ ორგანიზაციას.

2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა.ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია : თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვა ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.
საკრედიტო ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებსგადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნებამის ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
•  გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.
•  დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმხარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიცდადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
აღნიშნული საკომისიო  მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხისგანბლოკვის საკომისიო.

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულისმეშვეობით.
eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს   eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
eMoney გადახდის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილიიქნება მის eMoney ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
•  მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება  გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•  მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებსთანხების დაბრუნებას)
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერდადგენილი ტარიფების შესაბამისად.
 
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი
ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვისსისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოსმომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 10:00-19:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა). 
გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვისდანიშნულებაში.
მას შემდეგ რაც  დასრულდება აუქციონი:
• აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

• აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები
გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკოგარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას,გადადის აჭერს ღილაკს –"აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაცმომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:
•  გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავიორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•  დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

ელექტრონული    აუქციონის ჩატარების პირობები იხილეთ  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 10.02.2011 წლის  №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული დებულების ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.” მე-3 მუხლი. 
იხილეთ ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1206501