>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიის ნაწილის - 34305 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 956 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 864 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 37.03.32.018) და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 6147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ქონების საკადასტრო კოდი: 37.02.31.606) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL66804720   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 668047
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/08/2020 12:00 - 13/08/2020 16:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
329 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5 %
ვაჭრობის ბიჯი: 1 %
საგარანტიო თანხა: 5000 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გორდიქვეყანასაქართველო
მიწის ფართობი(მ²)42272საკადასტრო კოდი37.03.32.018; 37.02.31.606
გადახდის ბოლო ვადა14.08.2020ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიის ნაწილის - 34305 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, 956 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 864 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 37.03.32.018) და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 6147 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ქონების საკადასტრო კოდი: 37.02.31.606) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი   

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) წლის ვადაში უზრუნველყოს ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე, კანიონის ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადასასვლელი ჩაკიდული საფეხმავლო ხიდის, კანიონის მთავარ შესასვლელ პუნქტამდე დასაბრუნებელი საფეხმავლო ბილიკის, საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ არანაკლებ 4 ერთეული კანიონზე გადასახედის, არანაკლებ 3 ერთეული ფანჩატურის, არანაკლებ 5 ერთეული მოსასვენებელი სკამის, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის და ზიპლაინის მოწყობა სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებული რენდერის შესაბამისად და აღნიშნული ინფრასტრუქტურით ტურისტული მომსახურების გაწევა უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ბ) სარგებლობაში გადაცემული ქონება (ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიის ნაწილი - 34305 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 956 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 864 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 37.03.32.018) და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 6147 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 37.02.31.606) (თანდართული სიტუაციური ნახაზის შესაბამისად) გამოიყენოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით.

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიცია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 4 (ოთხი) წლის განმავლობაში.

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ელექტრონული გზით აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (2 000 000 (ორი მილიონი ლარი)) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;

3.  ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აუქციონში გამარჯვებულის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

4. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი თანხმობით სარგებლობის უფლებით გადაცემულ ობიექტზე მოაწყოს დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა; 

5. აუქციონში გამარჯვებული და სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილი არიან ურთიერთშეთანხმებით ერთობლივად დაადგინონ ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე სააგენტოს მიერ მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობისა და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების საფასური და მისი გადახდის მექანიზმი;

6. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა ტურისტული მომსახურების გაწევისას ყოველწლიური ბრუნვის 5%-ის ოდენობით (ბრუნვა - ტურისტული მომსახურების გაწევისას მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, მართვის უფლებით გადაცემული ქონების სარგებლობისათვის დამატებით გადაიხადოს 4 000 (ოთხი ათასი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით);

7. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 160 ლარი);

8. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით; 

9. მართვის უფლებით გადაცემის ვადა განისაზღვრა 35 წლით.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.