>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ფეხით გადასასვლელი ხიდების მშენებლობის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განსაზღვრული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით დროებითი სარგებლობის (აღნაგობის) უფლებით გადაცემის შესახებ

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 521BG120   
აუქციონის #: 521
ლოტის #: 1
რაოდენობა
1
დაწყება/დასრულება
8/5/2020 18:0 - 8/6/2020 17:0
ნახვა:
337 ჯერ
საწყისი ფასი: 1000.0000 e
ვაჭრობის ბიჯი: 1000.0000 e
საგარანტიო თანხა: 200.0000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 11.06.2020
ტელეფონი: 971-322378299
თვისებები
განმკარგავი: ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისი, ––––––––––––––––––––––––––––––ბრძანების ნომერიქ.თბილისის მუნიციპალიტეტი
რაოდენობა1ტელეფონის ნომერი971-322378299
წყალი და კანალიზაციაბუნებრივი გაზი
მიწის ფართობი(მ²)1საკადასტრო კოდი----
Rs რუკის მხარდაჭერასაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა1
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.06.2020 16:58:00
•აუქციონი ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემას მათზე არსებული ფეხით გადასასვლელი ხიდების დემონტაჟისა და ახალი 15 (თხუთმეტი) ერთეული ფეხით გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პირობით (იხ. თანდართული აუქციონის პირობები). 
•გამარჯვებული პირი უფლებამოსილია ხიდებზე შექმნილ ადგილებზე განათავსოს გარე რეკლამა, როგორც მოაღნაგემ (მესაკუთრემ) (გარე რეკლამის განთავსების სავარაუდო პარამეტრები იხ. დანართ N1-ში).
•პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 10,000,000.00 (ათი მილიონი) ლარი, რაც მოიცავს გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების დადების თარიღიდან უძრავ ქონებაზე არსებული ფეხით გადასასვლელი ხიდების დემონტაჟის, ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების მიზნით გაწეულ სრულ ხარჯებს. 
•უძრავი ქონების მახასიათებლები და სიტუაციური ნახაზები იხ. დანართი N1-სა და დანართი N2-ში.
•ნაგებობის სავარაუდო ესკიზი იხ. დანართ N3-ში.
•თითოეულ უძრავ ქონებაზე აღნაგობის უფლების მოქმედების ვადაა 28 (ოცდარვა) წელი, საიდანაც არაუმეტეს 3 (სამი) წლისა შეადგენს ნაგებობების მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების ვადას, ხოლო ნაგებობების ექსპლოატაციაში მიღებიდან 25 წელი - ნაგებობებზე შექმნილ ადგილებზე გარე რეკლამების განთავსების ვადას. აღნაგობის ვადის ათვლა დაიწყება უძრავ ქონებაზე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღნაგობის უფლების რეგისტრაციის თარიღიდან. დანართი N1-ით გათვალისწინებულ ყველა უძრავ ქონებაზე, გარდა N1-4 უძრავი ქონებისა, აღნაგობის უფლების ვადის ათვლა დაიწყება და უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა, ხოლო N1-4 უძრავ ქონებაზე აღნაგობის უფლების ვადის ათვლა დაიწყება და უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება არაუადრეს 2023 წლის 9 ივლისისა.
•აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, სააგენტოს სასარგებლოდ წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია  1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, მის მიერ აუქციონში შეთავაზებული ფასის გადახდის, ხელშეკრულების გაფორმებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, არსებითად ამ პირობების დანართი N4-ში მოცემული ფორმის შესაბამისად. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ვადას. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)” წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 %-ს. საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნას ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, წერილობითი ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ., N7, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო.
აუქციონის პირობები - აღნაგობა ხიდების მშენებლობის მიზნით იხილეთ აქ
სააგენტოს უფროსის ბრძანება _ აღნაგობა_ხიდების მშენებლობის მიზნით იხილეთ აქ
დანართი 1 იხილეთ აქ
დანართი 2 იხილეთ აქ
დანართი 3 იხილეთ აქ
დანართი 4 იხილეთ აქ

პირობა
1. სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური აუქციონში გამარჯვებული პირისთვის შეადგენს 250 ლარს.
2.აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ხელშეკრულება.
3. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე არაუგვიანეს წინა სამუშო დღის 18:00 საათისა, აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია გადაიხადოს ბე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მითითებული ვადის გასვლიდან ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 წუთისა, ბეს გადახდა აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია მხოლოდ ბილინგის სისტემით.
4. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია  1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე, არაუგვიანეს წინა სამუშაო დღის 18:00 საათისა, წერილობითი ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ., N7, სსიპ - ქონების მართვის სააგენტო.
5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ გადახდილ და წარმოდგენილ უნდა იქნას ზემოაღნიშნული ბე და საბანკო გარანტია ერთად. განსაზღვრულ ვადაში ბეს გადაუხდელობის ან/და საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პირი არ დაიშვება აუქციონზე. 
6. ბეს ბილინგ სისტემით გადახდა: ანგარიშსწორების მეთოდი, რომლის მეშვეობითაც (www.iauction.ge ან auction.tbilisi.gov.ge) ვებგვერდზე განთავსებული ინვოისის შესაბამისად ხორციელდება სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში თანხის ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდა. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს გადახდილი თანხის ავტომატურ და მყისიერ ასახვას აუქციონატორის ანგარიშზე (ელექტრონული აუქციონის სისტემაში).

აღწერილობა
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს