>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: დასახელება: კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე (გარდა იმ ადგილებისა სადაც მენეჯმენტის გეგმით აკრძალულია ტურისტული აქტივობები) ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 (სამი) ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL65825620   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 658256
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
23/05/2020 12:00 - 02/06/2020 16:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
442 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 5000.00 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)კოლხეთის ეროვნული პარკიპალიასტომის ტბა
გადახდის ბოლო ვადა15.06.2020ტელეფონის ნომერი577222364
აღწერილობა
აღწერილობა

კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორზე (გარდა იმ ადგილებისა სადაც მენეჯმენტის გეგმით აკრძალულია ტურისტული აქტივობები) ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების - 3 (სამი) ერთეული წყალმცურავი საშუალებების (პონტონების) მართვის უფლებით გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონი  

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

მოკლე აღწერილობა

ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით გადაცემა 

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით მოაწყოს არანაკლებ 50 მეტრის სიგრძის დამოუკიდებელი პირსი და ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმების დაცვით განახორციელოს მისი ოპერირება;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში კოლხეთის ეროვნულ პარკში პალიასტომის ტბაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემულ 3 (სამი) ერთეულ წყალმცურავ საშუალებებს (პონტონებს) ჩაუტაროს რემონტი, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კაპიტალური რემონტი (ერთი ერთეული წყალმცურავი საშუალებისთვის შეიძინოს ძრავი)

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ექსპლუატაციის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (150 000) ასორმოცდაათი ათასი ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;

ვ) ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან მართვის უფლებით მიმღების ბრალეული ქმედებით ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში.

2. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა გადაცემულ ქონებაზე ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის 5%-ის ოდენობით (ბრუნვა - ტურისტული მომსახურების გაწევისას მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე). ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, დამატებით გადაიხადოს 7750 (შვიდი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

3. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრა 5 000 (ხუთიათასი) ლარით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 310 ლარი).

4. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა ბრუნვის 1%-ის ოდენობით;

5. მართვის უფლებით გადაცემის ვადად განისაზღვრა 25 წლით.