>
პარტნიორები
კატეგორია: აღნაგობა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აღნაგობა/იჯარა შესყიდვის უფლებით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 117207RBS63359519   
აუქციონის #: 117207
ლოტის #: 633595
დაწყება/დასრულება
06/11/2019 15:15 - 05/12/2019 15:00
ნახვა:
439 ჯერ
საწყისი ფასი: 111392704 e
ვაჭრობის ბიჯი: 5000 e
საგარანტიო თანხა: 100000.00 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 15.02.2020
ტელეფონი: +995574997709
თვისებები
განმკარგავი: სს საპარტნიორო ფონდი
ქვეყანასაქართველოქალაქიბორჯომი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მესხეთის ქუჩა N16გადახდის ბოლო ვადა03.02.2020
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა70სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელი
ტელეფონის ნომერი+995574997709Rs რუკის მხარდაჭერა
საკადასტრო კოდი64.23.05.031
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" ქონების იჯარით და აღნაგობით გაცემა. გამარჯვებული ასევე ავტომატურად შეიძენს შესყიდვის ოფციას, რომლის გამოყენების პირობები მოცემულია ქვემოთ.

საწყისი ფასი შეადგენს 111392704.00 ლარს. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვისას გადასახდელ თანხას გამოქვითვების გარეშე და ეს არ არის იჯარის/აღნაგობის საფასური.

წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება - შესყიდვის ფასის 8%.

პირობა

საჯარო აუქციონი ჩატარდება 2019 წლის 6 დეკემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვუკოლ ბერიძის ქუჩა N6, სს საპარტნიორო ფონდი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
      ა) მონაწილეობის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
      ბ) წარმომადგენლობის დამადასტურებელი მინდობილობა ან სხვა დოკუმენტი (მაგ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
      გ) საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით, აუქციონში მონაწილოების (იგულისხმება გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი ოდენობის (წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება) გადახდა) უზრუნველსაყოფად. საბანკო გარანტია აუქციონის ჩატარების დღეს უნდა აღემატებოდეს 70 დღით;

რეგისტრაციისა და საბუთების მიღების პერიოდი: 06.12.2019 12:30დან - 14:30მდე (აღნიშნული პერიოდის შემდეგ გამოცხადებული მონაწილე აუქციონში არ დაიშვება. თუ პირი მითითებულ დრომდე გამოცხადდება ადგილზე და რიგის არსებობის შემთხვევაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ დაიწყებს რეგისტრაციის პროცესს 14:30-მდე იგი ჩაითვლება ვადაში გამოცხადებულად);

ხელშეკრულების ხელმოწერა და პირველი წლის საიჯარო/აღნაგობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში;

მონაწილე, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში უფლებამოსილია დაიბრუნოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია;

აუქციონის პროცესი განხორციელდება საჯაროდ რაც გულისხმობს იმას, რომ დასაშვებია პროცესის ჩაწერა და გავრცელება;

აუქციონის პროცედურები საპარტნირო ფონდის ან/და მესაკუთრის (სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი) ცალმხრივი გადაწყვეტილებით და აბსოლიტური დისკრეციის ფარგლებში შესაძლებელია შეწყდეს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების ხელმოწერამდე (მათ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ეტაპზე). შესაბამისად, მონაწილე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აქედან გამომდინარე ზიანის ან/და ხარჯების ანაზღაურება (გარდა საბანკო გარანტიის დაბრუნებისა);

აუქციონი არ წარმოადგენს ოფერტას ან/და რაიმე ვალდებულებას მესაკუთრის ან/და საპარტნიორო ფონდის მხრიდან;

აუქციონს ატარებს სს "საპარტიორო ფონდი" როგორც სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" (ს/ნ 40444085447) აქციონერი და შესაბამისად აუქციონის შედეგები დგება მხოლოდ სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის" (მათ შორის ხელშეკრულება გაფორმდება აუქციონის გამარჯვებულსა და სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალს შორის). აუქციონის პროცედურები ხორციელდება მესაკუთრე იურიდიული პირის დირექტორის მონაწილეობით.

აღწერილობა

საჯარო აუქციონის გზით ხორციელდება სს "ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის" კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: 64.23.05.031) და მოძრავი ქონების და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (ამ ქონების ზუსტი ჩამონათვალი განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტში) იჯარით და აღნაგობით გაცემა. გამარჯვებული ასევე ავტომატურად შეიძენს შესყიდვის ოფციას მითითებულ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის გამოყენების პირობები მოცემულია ქვემოთ;

აუქციონის საწყისი ფასი - 111392704.00 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც აუქციონში გამარჯვებულს ექნება მხოლოდ შესყიდვის ოფციის გამოყენების შემთხვევაში. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აუქციონის დღისთვის დადგენილი გაცვლითი კურსით (ლარი/აშშ დოლარი) ამასთან არცერთ შემთხვევაში საბოლოო ფასი ვერ იქნება 37,565,408 აშშ დოლარზე ნაკლები;

იჯარის და აღნაგობის ვადა და აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა - 10 წელი. ამ პერიოდში შესყიდვის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ჩაითვლება მხოლოდ შესყიდვამდე ბოლო ორი წლის საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ოდენობა;

წლიური საიჯარო ქირის და აღნაგობის საფასურის ღირებულება - შესყიდვის ფასის 8% (ღირებულება დაფიქსირდება აშშ დოლარში);

აუქციონში გამარჯვებულმა ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობით (ტექსტი მისაღები უნდა იყოს სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალისთვის). საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი და უპირობო და აღემატებოდეს აღნაგობა/იჯარის პერიოდს (გადახდის ვალდებულებას) მინიმუნ 45 დღით.

აუქციონით განკარგვას დაქვემდებარებული ობიექტის მონაცემები შესაძლებელია იხილოთ საკადასტრო კოდის მიხედვით. გარდა ამისა, დასაშვებია ვიზიტი ობიექტზე და მისი დათვალიერება წინასწარ შეთანხმებული ფორმით. აუქციონით ხორციელდება აქტივების და არა ბიზნესის განკარგვა, ამიტომ ფინანსური მონაცემების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლებიც არ არის გამოქვეყნებული/საჯარო არ იქნება ხელმისაწვდომი.

თქვენთვის საინტერესო სხვადასახვა საკითხების დასაზუსტებლად გთხოვთ მიმართოთ საპარტნიორო ფონდს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთრომ მესაკუთრე არ იკისრებს რაიმე ვალდებულებას მიმდინარე/კაპიტალურ რემონტთან ან აუქციონში გამარჯვებულის მიერ ამ კუთხით გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით  და აგრეთვე ნებისმიერი შეთავაზება ხელშეკრულებაში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი მხრიდან (მესაკუთრე) რაიმე ვალდებულებების აღებას ქონების ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით (აუქციონი ეფუძნება .. AS IS სტანდარტს) ან/და სასტუმროს შემოსავლების რაიმე ნაწილში გარანტირებასთან დაკავშირებით, ან სხვა რაიმე ვალდებულების დაკისრებასთან, გარდა ერთადერთი ვალდებულებისა, რომ ქონება გაიცეს აღნაგობა/იჯარით, ხოლო შესყიდვის ოფციის ფასის გადახდის შემთხვევაში ქონება გადაეცეს საკუთრებაში,განხილული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარად და შესაბამისად გამოთხოვილი იქნება აუქციონში მონაწილეობის საბანკო გარანტია.