>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სასოფლო მიწა შენობით ხულოს რაიონში

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 163CUT119   
აუქციონის #: 163
ლოტის #: 1
საქმის ნომერი
G163
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
13/08/2019 14:00 - 16/08/2019 11:45
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
113 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 10131.39 e
ვაჭრობის ბიჯი: 101 e
საგარანტიო თანხა: 1013 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 07.09.2019
ტელეფონი: 596 212 121
თვისებები
განმკარგავი: შპს „ინდექსი“
ქვეყანასაქართველოქალაქიხულო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ვაშლოვანიგადახდის ბოლო ვადა23.08.2019
საქმის ნომერიG163ტელეფონის ნომერი596 212 121
წყალი და კანალიზაციაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზიმიწის ფართობი(მ²)3500
საკადასტრო კოდი23.07.33.015Rs რუკის მხარდაჭერა
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა20
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა

რაიონი ხულო, სოფელი ვაშლოვანი;  ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება;  ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 3500.00 კვ.მ; სხვა ფართი: შენობა-ნაგებობა N1 განაშენიანების ფართი 158.5 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N2 განაშენიანების ფართი 91.8 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 23.07.33.015

კრედიტორის მიერ მოწოდებული შეფასების აქტის მიხედვით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 11 700 აშშ დოლარს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 596 212 121

პირობა

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს, მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში.

თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდესსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
აღწერილობა

ფიქსირდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა: განცხადების # / თარიღი 102018179467 :: 19 მაი 2018 03:33 მესაკუთრე/მოსარგებლე ემზარ მელაძე / 777777772 / 61009001483  გადაწყვეტილების # /თარიღი 102018179467/3 :: 19 მაი 2018 03:33 საგანი: მთელი ქონება  საფუძველი: შეტყობინება, N085717, 18.05.2018, შემოსავლების სამსახური.

აუქციონისპირობები:

) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სსთიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge_ ვებ გვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე 3. eAuction.ge_ ვებ - გვერდიდან პლასტიკური ბარათით 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით .

 გაცემული სსთიბისი ბანკის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისიფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 20 (ოცი) კალენდარული დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით, ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის  1% _იანი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 1(ერთი)  კვირის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპსინდექსი მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი


 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცაშემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონშისხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაშისაბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდირის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

წესები და პირობები

დანართი1

ხელშეკრულება

რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით
თქვენ ადასტურებთ , რომ გაეცანით და დაეთანხმეთ
წინამდებარე ხელშეკრულებას .

ნებისმიერი პირი , რომელსაც სურს შეიძინოს ქონება , უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს

ვებგვერდის გამოყენებამდე , გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს . რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ , თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში , რაც ნიშნავს იმას , რომ განაცხადეთ თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების თქვენზე გავრცელებაზე .

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს ”მალი XXI” ( ს/კ 202463342; შემდგომში აუქციონატორი ) დანებისმიერი პირი , რომელიც დარეგისტრირდება ვებგვერდზე ( შემდგომში - მომხმარებელი ).

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს ქონება.

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი , სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ, ავტომატურად ხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც ფიზიკური პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის სახელი,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი.“

3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ და „დასახელების“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც იურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის დასახელება,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი“.

4. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი „დადასტურების ელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას, ასევე აქვს სიახლეების ხელმოწერის შესაძლებლობა.

5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

მუხლი 4. ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტაუქციონის გზით შეიძინოს ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.

2. აუქციონატორი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონული) წარდგენა/გააქტიურება, რომლის მოქმედების ვადა უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 17 (ჩვიდმეტი) კალენდარული დღე.

3. აუქციონის მიმდინარეობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს აუქციონატორი.

4. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტაუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის ელექტრონული) წარადგინოს/გაააქტიუროს თითოეული ქონებისთვის ცალ-ცალკე.

5. ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

6. ინტერნეტაუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

7. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტაუქციონის მიმდინარეობის (ინტერნეტაუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

8. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

9. ინტერნეტაუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც ინტერნეტაუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტაუქციონი გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

10. ინტერნეტაუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა ინტერნეტაუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტაუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

11. ინტერნეტაუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის, დროის, ადგილის და ა.შ. მითითებით).

12. ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულის მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

13. ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე, საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში, დაუბრუნდება ინტერნეტაუქციონის ჩატარების დღიდან არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში იმ საბარათე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ბეს გადახდა, ხოლო www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, ინტერნეტაუქციონის შედეგების დადგომისთანავე, მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე, ან სს ,,ლიბერთი ბანკის'' ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 5 . მხარეთა უფლებამოსილება

1. აუქციონატორი უფლებამოსილია :

ა) შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ინტერნეტაუქციონში მონაწილეობის მიღების წესი, ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს. ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებგვერდზე;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს, სპეციალისტს (აუქციონის მომწყობს) ან თვითონ სააგენტოს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგიტრაცია და შესვლა ვებგვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. აუქციონატორი ვალდებულია :

ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

3. მომხმარებელი უფლებამოსილია :

ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება;

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

4. მომხმარებელი ვალდებულია :

ა) დაიცვას ხელშეკრულების პირობები;

ბ) სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს ქონების ღირებულება;

გ) აუქციონში გამარჯვების და ქონების ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში მიმართოს აუქციონატორს (სპეციალისტი ”მალი XXI”), აუქციონის განკარგულების გაცემის შესახებ.

დ) მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

მუხლი 6 . ანგარიშსწორება

ა) მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე საბანკო დაწესებულებაში. ბეს, ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონულის) წარდგენა ხორციელდება ვებგვერდის www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით.

ბ) მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით (www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას) თანხის გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებაში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს და ინტერნეტაუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

გ) საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკურ ბარათს და ახორციელებს გადახდას.

დ) იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგარანტიო თანხის, ქონების დარჩენილი ან მთლიანი ღირებულების გადახდა უნაღდო ანგარიშწორების მეშვეობით, ვალდებულია:

დ.ა) ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან „დანიშნულება“ მონიშნოს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და გადაიტანოს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში;

დ.ბ) საგარანტიო თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 48 საათისა. 48 საათის ათვლა მოხდება სამუშაო დღეების გათვალისწინებით.

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა არ იქნება ასახული სისტემაში, შესაბამისად, მომხმარებელს არ ჩაეთვლება გადახდაში და სააგენტო იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

ე) თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია გადამხდელი ბანკი.

ვ) ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

ზ) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა ქონების საფასური უნდა გადაიხადოს ინტერნეტაუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე უკან არ უბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის შემთხვევაში - კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და აუქციონატორი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის თანხა. წინამდებარე მუხლში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ბე ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა გადახდილი იქნება აუქციონატორისათვის (სპეციალისტი ”მალი XXI”).

თ) ქონების შეძენის შემთხვევაში საკუთრების უფლების რეგისტრაციის განკარგულების გაცემა და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება ხდება მხოლოდ თანხის სრულად გადახდის (პირგასამტეხლოს ჩათვლით, ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემდეგ.

ი) www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას, ინტერნეტაუქციონში დამარცხებულს ბე უბრუნდება ავტომატურად, ინტერნეტაუქციონის შედეგების დადგომისთანავე, მის მიერ გადახდის დროს მითითებულ ანგარიშზე, ან სს ,,ლიბერთი ბანკის'' ნებისმიერ ფილიალში, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 7 . ქონების მიღება

7.1. ქონების გადაცემა ხდება აუქციონატორის (სპეციალისტი ”მალი XXI”) მიერ შემძენისათვის აუქციონის განკარგულების გაცემით. შემძენი ვალდებულია საკუთარი ხარჯით განახორციელოს განკარგუკლების სათანადო წესით შესაბამის ორგანოში რეგისტრაციია. განკარგულება შემძენს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

ა) აუქციონი ჩატარდა კანონმდებლობისა და წიანდებარე ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად.

ბ) ქონების ღირებულების თანხა შემძენის მიერ გადახდილია სრულად კანონითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ ვადაში.

გ) ქონების ღირებულების სრული თანხა ასახულია აუქციონატორის (სპეციალისტი ”მალი XXI”) შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 8 . მხარეთა პასუხისმგებლობა

წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9 . კონფიდენციალურობა

1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

2. აკრძალულია ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აუქციონატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლისგან რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია მესამე პირთან.

4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.

მუხლი 1 0 . მოქმედი კანონმდებლობა

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მუხლი 1 1 . დამატებითი პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ისეთი სახეობის ქონების შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ სამსახურში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს სპეციალისტის მიერ გაცემული აუქციონის განკარგულების წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

3. აუქციონზე ქონების შეძენიასთვის ბეს, საგარანტიო თანხის გადახდის ან ელექტრონული საბანკო გარანტიის წარდგენის, ასევე ქონების შეძენასა და მის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ხარჯი, საკომისიო, სახელმწიფო გადასახადი ეკისრება შემძენს.

4. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.