>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მასზე არსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 120254RTQ61792719   
აუქციონის #: 120254
ლოტის #: 617927
რაოდენობა
754272.00 კვადრატული მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
07/08/2019 12:00 - 21/08/2019 16:00
ლოტის სტატუსი
გაიყიდა
ნახვა:
127 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 51000 e
ვაჭრობის ბიჯი: 2500 e
საგარანტიო თანხა: 5100 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 22.10.2019
ტელეფონი: 592339399
თვისებები
განმკარგავი: სსიპ "ველური ბუნების ეროვნული სააგენტო"
ქვეყანასაქართველოქალაქიგარდაბანი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)გარდანბის მუნიციპალიტეტი, გომბორი-თელავის გზატკ. მე-6 კმ სოფ. სართიჭალას მიმდებარედშეფასების თანხა50184
გადახდის ბოლო ვადა02.09.2019ბრძანების ნომერიN145. (30.07.2019 წ.)
რაოდენობა754272.00ზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი592339399საკადასტრო კოდი81.12.08.833
Rs რუკის მხარდაჭერაკვადრატულობა(მ²)754272.00
ბუნებრივი გაზი+ელექტრო მომარაგება+
წყალი და კანალიზაციამიწის ფართობი(მ²)754272.00
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაბმულისარგებლობაში გადაცემის ვადა20 წელი
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
მიწის ნაკვეთი გარდაბნის მუნიციპ. სართიჭალასთან. გზატკეცილის მე-6 კმ-ზე. სანერგე მეურნეობაში.  საიჯაროდ განსაზღვრულია 75 ჰა. ტერიტორიას მიეწოდება სარწყავი წყალი. არ მიეწოდება სასმელი წყალი. შემოყვანილია ბუნებრივი აირი. ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიღებისთვის აუცილებელი იქნება ცალკე აბონენტად დადგომა. განთავსებულია შენობა-ნაგებობები: N1 ხის კოტეჯი. სართულის რაოდენობა - 2; N2 - ფარდული. N3 სატუმბი ფარდული. 
პირობა

1.       აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) განახორციელოს იჯარით გადაცემული ფართობის გასუფთავება, ბუჩქნარების ამოძირკვა  მულჩირების წესით და გაწმენდა;

ბ) ფართობის გაწმენდისას (ამოძირკვა) გათვალისწინებული უნდა იქნას ბინადარი ცხოველების (კოლხური ხოხობი, კაკაბი, კურდღელი, სხვა მობუდარი ფრინველები და სხვა) გამრავლების პერიოდი, რასთანაც დაკავშირებით ფართობის გაწმენდის სამუშაოების გრაფიკი და სეზონურობა შეათანხმოს სსიპ - ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან;

გ) მოაწყოს დამოუკიდებელი სარწყავი სისტემა, რომელიც მიერთებული უნდა იყოს შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ მართვაში არსებულ  -6 გამანაწილებელ არხზე;

დ) იჯარით გადაცემული ნაკვეთის არანაკლებ 5 ჰა ფართობზე მოაწყოს სანერგე;

ე) სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადაში დააბრუნოს იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონება, რაც წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ პირობას;

2.      აუქციონის  ჩატარების დამატბითი პირობები:

სსი

1.       თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები (რომლებმაც ,,სახელმწიფო ქონების განკარგვისას სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონი ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის 51 პუნქტის „ ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად  გადაიხადეს ბე ან/და წარმოადგინეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია) არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე” ქვეპუნქტის/მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ ე” ქვეპუნქტის/51 მუხლის „ ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 

თუ თუ აუქციონი შედგება, აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი უპირობო გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბეს თანხა აუქციონის დასრულებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

აუქაუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოველწლიური საიჯარო ქირა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. გადახდილი "ბე" ჩაეთვლება წლიურ საიჯარო ქირის შემადგენლობაში.

ყოვყოველი შემდგომი წლის წლიური გადასახადი უნდა იქნას გადახდილი ყოველი ახალი სახელშეკრულებო წლის 30 ოქტომბრამდე სრულად.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ სხვა ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ სსიპ  ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოს.

აღწერილობა

90-იანი წლებიდან მოხდა მეურნეობის მთელი რიგი ფართობების გაუვარგისება-გატყევება, როგორც მიწაში ჩარჩენილი ნათესარი ნერგების, ასევე ბუნებრივად აღმოცენებული ბუჩქნარით და ეკალ-ბარდით. ასევე მოხდა ძველი ქარსაფარი ზოლის ამორტიზება ასაკის გამო. ტერიტორიის ნახევარზე არსებობდა სარწყავი სისტემა შექმნილი ლითონის მეორადი მილებით, რომელიც მთლიანად კოროზირებული და ამორტიზებულია. დღეისათვის სანერგე მეურნეობა იყენებს მხოლოდ 28 ჰა-მდე ფართობს. ხოლო 75 ჰა ფართობი ჯაგნარ-ბუჩქნარისა და ირიგაციის სისტემის არასრულყოფილების გამო არ გამოიყენება. აუცილებელია მოხდეს ბუჩქნარებისა და გადაზრდილი ნათესარი ნერგების ამოძირკვა სპეციალური მულჩირების წესით (არა ექსკავაციით), რომ არ დაზიანდეს მიწის ზედა ნაყოფიერი ფენა. ამისათვის საჭიროა ძლიერი სპეციალური მულჩერი. ასევე აუცილებელია ავტონომიური სარწყავი სისტემის ქსელის შექმნა მთელი 75 ჰა მიწისთვის სავარაუდოდ თანამედროვე პოლიეთილენის მილებით, რომლებიც არ განიცდიან კოროზიას. აღსანიშნავია, რომ სსიპ - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიაზე გაშვებულია სუფთა სისხლის კოლხური ხოხბის პოპულაცია, აგრეთვე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ტერიტორიაზე ბუდობენ იშვიათი სახეობის მტაცებელი ფრინველები. შესაბამისად გამოსაყენებელი ფართობების ამოძირკვა-გაკაფვა-მულჩირება უნდა მოხდეს ისეთ პერიოდში, რომ არ შეექმნას საფრთხე მობუდარი ფრინველების სახეობებს, რის გამოც გამორიცხულია აღნიშნული სამუშაოები (მულჩირება) შესრულდეს მარტიდან ივლისამდე  პერიოდში, ხოლო გაკაფვა-მულჩირების სამუშაოები სახნავი მიწებისთვის პირველადი სახის მისაცემად უნდა შეთანხმდეს სსიპ - ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან. ასევე მნიშველოვანია ამოძირკვისას არ დაზიანდეს შიდა მინდორსაცავი ზოლები. ტერიტორია შეღობილია ეკლიანი მავთულით (საქონლის საწინააღმდეგოდ). ტერიტორიას მიეწოდება გ-6 გამანაწილებელი არხის მეშვეობით სარწყავი წყალი. არ მიეწოდება სასმელი წყალი. შემოყვანილია ბუნებრივი აირის ტრასა. ტერიტორიას კვეთს მაღალი ძაბვის სადენი. ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მიღებისთვის აუცილებელი იქნება ცალკე აბონენტად დადგომა და გამრიცხველიანება. ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა-ნაგებობები: N1 ხის ძველი კოტეჯი. სართულის რაოდენობა - 2; N2 - ღია ფარდული. N3 წყლის სატუმბი ფარდული.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი


 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)


წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.