>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სამონადირეო მეურენობის სპეციალური ლიცენზია

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 115691QUI61106119   
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 611061
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
02/08/2019 12:00 - 02/08/2019 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
1301 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 67942.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 6794.2 e
საგარანტიო თანხა: 6994.2 e
ტელეფონი: 599473234
თვისებები
განმკარგავი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
ბრძანების ნომერი62/სქვეყანასაქართველო
ქალაქიბაღდათიქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაღდათი - ვანი მუნიციპალიტეტები
Rs რუკის მხარდაჭერაგადახდის ბოლო ვადა19.08.2019
ტელეფონის ნომერი599473234
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601


მოკლე აღწერილობა

სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და სამონადირეო მეურენობის სპეციალური ლიცენზია. 

სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 49 წელი.

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი წესები და პირობები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. 

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებათუ:

პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

სამონადირეო მეურნეობაში, ყოველ 1500 – 2000 ჰექტარზე, დაიქირავოს არანაკლებ 1 (ერთი) რეინჯერ-ეგერი, სამი ცვლის გათვალისწინებით;რეინჯერ-ეგერის მიერ ფუნქციების განხორციელების დროს, მისი დასვენების მიზნით, რელიეფის გათვალისწინებით, უზრუნველყოს არანაკლებ 3 (სამი) ერთეული, მინიმუმ 15-20 კვ/ ფართობის, რეინჯერ-ეგერის არაკაპიტალური სახლის მოწყობა;პირველადი დახმარების მიზნით, უზრუნველყოს არანაკლებ 1 (ერთი) არაკაპიტალური სამედიცინო პუნქტის მოწყობასალიცენზიო ფართობის დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღრიცხვის მიზნით განათავსოს ფოტო-ხაფანგები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი კვლევის საფუძველზე და აისახება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმაში; სამონადირეო მეურნეობის ზონირება განახორციელოს იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას დამსვენებლების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ტყეში თავისუფლად გადაადგილებას და უსაფრთხოებას. ამ მიზნით მოაწყოს საინფორმაციო დაფები და გამაფრთხილებელი მანიშნებლები (ყველა ძირითად შესასვლელში და ტერიტორიაზე, ტურისტულ მარშრუტებზე, რომელთა რაოდენობა და განთავსების ადგილები დაზუსტდება სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით); დაგეგმოს და მოაწყოს საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკები (მოწყობა და მარკირება უნდა გახორციელდეს საქართველოში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად); ხანძარსაწინააღმდეგო   წესების   დაცვის   მიზნით,   შეიძინოს   სახანძრო ინვენტარი (შენობისა და ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად/სალიკვიდაციოდ); სამონადირეო    მეურნეობის    მართვის    გეგმის    პროექტთან    ერთად საქართველოს    გარემოს    დაცვისა    და    სოფლის    მეურნეობის    სამინისტროში წარმოადგინოს   „სამონადირეო   მეურნეობის   მართვის   გეგმის   შემუშავებისა   და დამტკიცების   წესის“   შესაბამისად სამონადირეო   მეურნეობის   მართვის   გეგმის პროექტში ასახული, განსახორციელებელი ქმედებების დამასაბუთებელი სათანადო კვლევები და დასკვნებისამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით სარგებლობისას ხელი არ შეუშალოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში არსებული/გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მფლობელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში, მათ შორის, სამთო და შესაბამისი მიწის მინაკუთვნის გამოყენებაში, ასევე ამ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სასარგებლო  წიაღისეულის  საბადოებსა  და  გამოვლინებებზე  შესაბამისი ლიცენზიების გაცემას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნულ ლიცენზიებთან დაკავშირებით გაითვალისწინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის საბადოებზე და გამოვლინებებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის  შემთხვევაშიშესაბამისი  სამონადირეო  მეურნეობის  სპეციალური ლიცენზიის ფართობი შესაძლებელია შემცირდეს შესაბამისი გამოვლინების/საბადოს ფართობის ოდენობის ფარგლებშისამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავება/დამტკიცების დროს გაითვალისწინოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის ფართობზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებისა და საბადოების ადგილმდებარეობა და არ მოაწყოს შესაბამის X და Y კოორდინატებზე სამონადირეო მეურნეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურასამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოადგინოს ლიცენზირებული ტერიტორიის ფიზიკური დაცვის დეტალური გეგმა-გრაფიკი, შესაბამისი რუკის თანხლებით. რუკაზე დატანილი უნდა იყოს ლიცენზირებულ ტერიტორიაზე რეინჯერ-ეგერის სახლების და კოშკურების განთავსების ადგილები (შესაბამისი კოორდინატებით); სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე საბინადრო პირობების გაუმჯობესების და აღწარმოების ხელშეწყობის მიზნით, შეაფასოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის სამეურნეო პროდუქტიულობის არსებული და პოტენციური შესაძლებლობები და წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე სახეობრივი სიმდიდრის გაზრდის მიზნით შესაბამისი/ადექვატური ინვესტიციების განხორციელების გეგმა-გრაფიკისამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განავითაროს სამოყვარულო და სპორტული ნადირობა და შემეცნებითი, რეკრეაციული და სათავგადასავლო ტურიზმიხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნების დამზოგავი და რაციონალური გამოყენების ტრადიციის ჩამოყალიბებას და ამ მიზნით საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებასგანავითაროს ეკოტურიზმი და ამ მიზნით ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურასალიცენზიო ფართობის გარე პერიმეტრზე განათავსოს სასაზღვრო ფირნიშები, რომლებზეც, რიგ შემთხვევებში, დატანილი იქნება სამონადირეო მეურნეობის სქემატური რუკა, ასევე შიდა სამეურნეო ტერიტორიული ერთეულის ფირნიშებზე დატანილ უნდა იქნას შესაბამისი ერთეულის კონტურებიხელი არ შეუშალოს ტყის ფონდის მართვის ორგანოს სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში (ტყის ფონდის მართვის ორგანო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ლიცენზიის მფლობელსსამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტთან ერთად, გარდა ამ პუნქტის „.ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა, სამინისტროში, შესაბამის დასკვნებთან, რეკომენდაციებთან და გასატარებელ ქმედებებთან ერთად, წარმოადგინოს სათანადო კვლევაზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია, ცხოველთა სანადირო სახეობებისა და მათი ჰაბიტატების/სანადირო სავარგულების შესახებ, თითოეული სახეობისთვის, რაც სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ ასახული უნდა იქნას მართვის გეგმაშიკვლევისას, საჭიროების შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, (შესაბამისი ლიტერატურის, მეთოდიკის ან/და წესების მითითებით და აღწერით), გამოყოს ძირითადი სანადირო სახეობები, .. წამყვანი სანადირო სახეობები. კვლევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასევე, ცხოველთა სახეობების, მათ შორის . წამყვანი სანადირო სახეობის პოპულაციების სტრუქტურა, სანადირო სავარგულების  სეზონური  და  წლიური  გამტარუნარიანობა  და ჰაბიტატების/სანადირო სავარგულების აღდგენა/შენარჩუნებისათვის შესაბამისი ღონისძიებებიუზრუნველყოს, რომ წარმოდგენილი კვლევა, საჭიროების შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, ითვალისწინებდეს სალიცენზიო ფართობზე მობინადრე გარეულ   ცხოველთა   სანადირო   სახეობებისათვის   მათი   ჰაბიტატების/სანადირო სავარგულების ბონიტეტების დადგენასა და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვას (მაგალითად სავარგულის მიყვანა მინიმუმ 40%-ისა პირველ ბონიტეტამდე). უზრუნველყოს, რომ წარმოდგენილი კვლევა, სავარგულების ბონიტეტებისა და სახეობების პოპულაციების სტრუქტურის მიხედვით ითვალისწინებდეს მოპოვების კვოტების დადგენის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ხოლო კვლევის შედეგად შემოთავაზებული დასკვნები და რეკომენდაციები - ეკოსისტემების, ჰაბიტატებისა და პოპულაციების მდგრადობასუზრუნველყოს, რომ წარმოდგენილი კვლევის შედეგად შემოთავაზებული განსახორციელებელი ქმედებები და ღონისძიებები გამორიცხავდეს მათში უარყოფით ცვლილებებს და ხელს უწყობდეს ბიომრავალფეროვნების თითოეული კომპონენტის აღდეგნასა და შენარჩუნებას; რესურსებით მდგრად სარგებლობას; შესაბამისი სანადირო ინფრასტრუქტურის მოწყობასსამონადირეო მეურნეობაში შექმნას ვეტერინარული პუნქტი. განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის სავარგულებში მოპოვებული სანადირო რესურსის ვეტერინარული შემოწმებაგანახორციელოს სამონადირეო მეურნეობაში მოპოვებული რესურსის მკაცრი აღრიცხვა - ცხოველის სახეობის, სქესის, ასაკის და წონის მიხედვით, ასევე, მოპოვების თარიღის, ადგილის და დღის მონაკვეთის მითითებითუზრუნველყოს, რომ სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებულთა უმრავლესობა, მათი თანხმობის შემთხვევაში, იყოს ადგილობრივი მოსახლეობასამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, წარადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმასამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) წლის ვადაში, განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 (მილიონი) ლარის ინვესტიცია (მათ შორის: მოსასვენებელი კოტეჯებისა და ღამის გასათევის მოწყობა რეინჯერებისთვის; სპორტინგის მოედნის მოწყობა 6 (ექვსი) თეფშსასროლი აპარატით; სამედიცინო პუნქტის მოწყობა; სამონადირეო მეურნეობის აღჭურვა მინიმუმ 10 (ათი) ერთეული კვადროციკლითა და 4 (ოთხი) ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილით; მონადირეთა ძაღლებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა; ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის თანამედროვე მონიტორინგის სისტემით (ფოტო-ხაფანგები და ელექტრო-მწყემსები) და ყველა საჭირო საშუალებით აღჭურვა). ინვესტიციის განხორციელება უნდა დადასტურდეს დამოუკიდებელი, სერთიფიცირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დასკვნით, რომელიც ლიცენზიის მფლობელმა უნდა წარადგინოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს  42-  თვისაიმ  შემთხვევაშითუ  აღნიშნული  ინვესტიცია  სრულად განხორციელდება 3 (სამი) წლის გასვლამდე, აღნიშნული დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას ინვესტიციის განხორციელებიდან მე-6 თვეს.




ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.