>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: კომპიუტერული-საოფისე ტექნიკა და უსაფრთხოების სისტემები

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28458BQO60013419   
აუქციონის #: 28458
ლოტის #: 600134
დაწყება/დასრულება
10/05/2019 16:00 - 30/05/2019 12:00
ნახვა:
424 ჯერ
საწყისი ფასი: 0 e
ვაჭრობის ბიჯი: 5 e
საგარანტიო თანხა: 0 e
ტელეფონი: 577984034
თვისებები
განმკარგავი: სსიპ "საქართველოს ეროვნული ბანკი"
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სანაპიროს N2გადახდის ბოლო ვადა31.05.2019
ბრძანების ნომერი13ზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი577984034ელექტრო ტექნიკის ტიპისხვა სახის ელექტრო ტექნიკა
ელექტრო ტექნიკის მწარმოებელისხვა
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
აუქციონზე გამოტანილი ინვენტარი იყიდება ცალცალკე ლოტებად.
პირობა
 
საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისიის განცხადება


    საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია აცხადებს, რომ თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის N70/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და 2019 წლის 18 თებერვლის N13 განკარგულებისა, 2019 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში (სანაპიროს ქუჩა N2, ოთახი N307) დღის 12 საათზე ჩატარდება საჯარო აუქციონი, ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
         ლოტების საწყისი სააუქციონო ფასი განსაზღვრულია N1 დანართში მითითებული ფასების მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
            აუქციონში მონაწილეობისათვის შესატანი „ბე-ს“ მოცულობა შეადგენს ქონების საწყისი სააუქციონო ფასის 10%-ს, რომელიც უნდა ჩაირიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის N GE88NB0450100117904101 ანგარიშზე, (ს/კ 203 824 148, ბანკის ,,SWIFT’’ კოდი: BNLNGE22). აუქციონის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული თანხის გადახდა სავალდებულოა დადგენილ ვადებში. მყიდველს გადახდილი ბე-ს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. განაცხადი (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის და  ობიექტის შესახებ), „ბე“-ს შეტანის ქვითარი, აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იურიდიული პირების მონაწილეობის შემთხვევაში, დამატებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან,  წარედგინება სააუქციონო კომისიის მდივანს რეგისტრაციისათვის, რის შემდეგაც გაიცემა  „მონაწილის ბილეთი“. უმცირესი ,,ბიჯი’’ შეადგენს 5 (ხუთი) ლარს. აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომლის ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში მყიდველმა ოქმში მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს  ობიექტის მთლიანი თანხა ან ნახევარი მაინც, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების მხოლოდ ნახევარი, გადახდის ვადა გახანგრძლივდება ოქმის ხელმოწერიდან კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ,,ბე’’ არ დაუბრუნდება. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების რეალიზაციის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს  შესთავაზებს. ასევე აუქციონში გამარჯვებულის დადგენის და მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მოხდება ქონების მყიდველისათვის გადაცემა.
      პირს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე  48 საათით ადრე. 
      აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე 24 საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და ლოტების სანახავად შეგიძლიათ მიმართოთ სებ-ის ლოჯისტიკის განყოფილების უფროს ბექა ბარბაქაძეს (ტელ: 2 40-63-97, მობ: 577 98-40-34). 

                საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია


აღწერილობა

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს საჯარო აუქციონს მის საკუთრებაში არსებულ შემდეგ ტექნიკაზე:

1. კომპიუტერული ტექნიკა;

2. საოფისე ტექნიკა;

3. ტელევიზორი;

4. სამეთვალყურეო კამერები და მათი მოწყობილობები;

ტექნიკის სრული სიის სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი.