>
პარტნიორები
კატეგორია: სხვადასხვა > სხვა
გაყიდვის ტიპი:
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL59772019   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 597720
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/05/2019 12:00 - 13/05/2019 16:00
ლოტის სტატუსი
გაიყიდა
ნახვა:
348 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 %
თქვენი ფასი: %
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5.00 %
ვაჭრობის ბიჯი: 1.00 %
საგარანტიო თანხა: 1000.00 e
ტელეფონი: 591197727
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქვეყანასაქართველოქალაქიმარტვილი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ. ინჩხურიგადახდის პერიოდი12
ბრძანების ნომერიო-83ტელეფონის ნომერი591197727
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
ელექტრონული აუქციონი ტარდება მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
პირობა

1.1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მარტვილის რაიონში მდებარე N41.13.31.065 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2086 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და N41.13.31.082 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 355კვ.მ ფართზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ურუნველყოს ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მისი/მათი ოპერირება.

ბ) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით განახორციელოს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში, მოაწყოს მარტვილის კანიონში მდინარეზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის (რენდერის) შესაბამისად.

დ) აუქციონში გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებიდან 15 კალენდარულ დღეში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას.

ე) ზიპლაინის ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აწარმოოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმების/სტანდარტებისა და შესაბამის სფეროში არსებული უსაფრთხოების საუკეთესო ნორმების/სტანდარტების შესაბამისად.

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამისი აკრედიტაციის/ლიცენზიის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში.

4.ტურისტული მომსახურებისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების მართვის უფლების ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) წლის ოდენობით.

5. მართვის უფლებით გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრება ტურისტული მომსახურების გაწევისას განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვის (ბრუნვა - სარგებლობაში გადაცემული ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით, სარგებლობით მიღებული ერთობლივი შემოსავალი, ხარჯების გამოკლების გარეშე) 5%-ის ოდენობით. ამასთან, ტურისტული მომსახურების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, ყოველწლიური ბრუნვის გადასახადთან ერთად ყოველწლიურად, ასევე დამატებით გადაიხადოს გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულების 5%, რაც შეადგენს 2 200 (ორიათას ორასი) ლარს, დღგს ჩათვლით.

6.უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვრება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (ამ თანხაში შედის ქონების საბაზრო ღირებულების 0,2% - 88 (ოთხმოცდარვა) ლარი). („ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრება ბრუნვის 1%-ის ოდენობით.

აღწერილობა
(„ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ აუქციონში მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში).