>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: პირობებიანი აუქციონი ქ. ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გასაცემად

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 3IMF119   
აუქციონის #: 3
ლოტის #: 1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
13/03/2019 16:50 - 27/03/2019 12:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
1021 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 6300 e
ვაჭრობის ბიჯი: 500 e
საგარანტიო თანხა: 2000 e
ტელეფონი: 577080992
თვისებები
განმკარგავი: ქალაქ ბათუმის მერია
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიბათუმიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)ტროტუარები, სკვერი
ბრძანების ნომერი287Rs რუკის მხარდაჭერა
გადახდის ბოლო ვადა26.03.2020სარგებლობაში გადაცემის ვადა10
ტელეფონის ნომერი577080992
აღწერილობა
აღწერილობა

მიწის ნაკვეთების იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემის ფორმა: პირობებიანი ელექტრონული აუქციონი.

ქირის საწყისი წლიური საფასური: 6300 (ექვსი ათას სამასი) ლარი.

ქონების სარგებლობაში გადაცემის ვადა: 10 (თი) წელი.

ქონების სარგებლობის საფასურის გადახდის წესი: წლიური სარგებლობის საფასურის გადახდა ხორციელდება თანაბარწილად კალენდარული წლის 01 ივნისამდე და 01 დეკემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ბოლო სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასური სრულად უნდა იქნეს გადახდილი. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის იმ სახელშეკრულებო წლის სარგებლობის საფასურს, როდესაც მოხდა ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს მიწით სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან;

აუქციონზე ერთ ლოტად გამოტანილია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები:   

1.         ქ. ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე პარკის მიმდებარედ არსებული ტროტუარი - ფართობი: 11,0 კვ.მ.  საკადასტრო კოდი: 05.23.06.003;

2.     ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე (საავადმყოფოს მიმდებარედ) არსებული  ტროტუარი -  ფართობი: 10კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.32.13.187;

3.        ქ. ბათუმში, ინასარიძის ქ. №3ა-ს მოპირდაპირედ არსებული ტროტუარი - ფართობი: 10,0 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.24.07.105;

4.    ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (რომპეტროლის მოპირდაპირედ) არსებული  ტროტუარი - ფართობი: 10,0 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.23.12.029;

5.     ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდებარედ) არსებული ტროტუარი - ფართობი: 10,0 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.22.56.008;

6.         ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერი - ფართობი:10,0 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.26.02.107;

7.      ქ. ბათუმი, მარჯანიშვილის/ზ. გორგილაძის/დ. თავდადებულის და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერი - ფართობი: 10,0 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 05.22.24.005. 

დამატებითი ინფორმაცია:  საიჯარო მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია ყოფილი მოიჯარის - შპს „გე ფლორა“-ს (ს/კ 445452581) ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურები, რომელსაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წინაშე შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 24190,30 ლარი;

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთ თანდართული ფაილი (pdf) „აუქციონის წესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები, ამ წესებში იხილეთ ასევე აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების, ქონების სარგებლობაში მიმღების ვალდებულებები და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები.

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესები:  იხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება".  

აუქციონში მონაწილეობის მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილებს გამოცხადებულ აუქციონის პირობებს.

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ ქირის საწყის წლიურ საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება სარგებლობაში გადაცემულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან სამი სამუშაო ვადაში გამოცხადდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.  სარგებლობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს თანხა სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით არ გადაიხადა ქონების სარგებლობის საფასური, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“ განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. . ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის . N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 08 09 92; საკონტაქტო პირი - რუსუდან ჟოჟაძე).

მოკლე აღწერილობა
არასასოფლო მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემა
პირობა

სააუქციონო პირობები:

1. აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებულია:

ა) სარგებლობაში გადაცემულ თითოეულ მიწის ნაკვეთზე, სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 02 თვის ვადაში, განათავსოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარ შეთახმებული არქიტექტურული იერსახის ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურები;

ბ) საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოს სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ქმედებებისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვების ან/და ლიცენზიების ან სხვა უფლების მოპოვება.

გ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში მოახდინოს ქალაქის ტერიტორიაზე 9 ლოკაციაზე (საიჯარო მიწის ნაკვეთებზე, აღმაშენებლის ქუჩაზე (სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ) არსებულ ტროტუარსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ელიტელექტრონიქსის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე) განთავსებული შპს „გე ფლორა“-ს ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საწყობში გადატანა (მის. აეროპორტის გზატკეცილი N257).

დ) აუქციონში შპს „გე ფლორა“-ს გამარჯვების შემთხვევაში შპს „გე ფლორა“ ვალდებულია გადაიხადოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წინაშე შესასრუ­ლებელი ფულადი ვალდებულება - 24190,30 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების გაფორმებიდან წლიური სარგებლობის საფასურის პირველ და მე-2 გადახდებთან (2019 წლის 01 ივნისამდე და 01 დეკემბრამდე) ერთად, თანაბარწილად. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ქ. ბათუმის მუნიცი­პალიტეტის მხრიდან ხელშკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია.

2. აუქციონში გამარჯვებუ (მოიჯარეს) უფლება აქვს:

ა) ქართული წარმოების პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ჯიხურებიდან ყვავილების გარდა დამატებით განახორ­ციელოს სასაჩუქრე ქართული ბოთლის ღვინის საცალო რეალიზაცია, ჩურჩხელის ან/და ჩირის რეალიზაცია, ასევე, განახორციელოს ქართულ მოტივებზე დამზადებული სუვენირების რეალიზაცია.

ბ) ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურებიდან განახორციელოს გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების რეალიზაცია.

გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან წინასწარ შესათანხმებელი ყვავილების სარეალიზაციო ჯიხურების პროექტის (ესკიზის) დამუშავებისას, ჯიხურის ფასადზე გაითვალისწინოს რეკლამისათვის განკუთვნილი ფართი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ჯიხურის ფასადის ნახევარზე მეტ ფართს.

დ) აუქციონის პირობების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული შპს „გე ფლორა“-ს ფულადი დავალიანების (24190,30 ლარი) სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სრულად გადახდისა და შპს „გე ფლორა“-სთან შეთანხმების შემთხვევაში (ჯიხურების საკუთრებაში ან სარგებლობაში მიღება) ისარგებლოს  საიჯარო  მიწის  ნაკვეთებზე  უკვე განთავსებული  შპს  „გე  ფლორა“-ს ყვავილების სარეალიზაციო ჯიხუ­რებით. ასეთ შემთხვევაში, მოიჯარე ვალდე­ბულია უზრუნველყოს ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე (სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ) არსებულ ტროტუარსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე, ელიტელექ­ტრონიქსის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე განთავსებული შპს „გე ფლორა“-ს ჯიხურების (2 ერთეული) ხოლო, თუ აღნიშნული ჯიხურები უკვე გადატანილია ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საწყობში, ამ საწყობიდან გატანა შპს „გე ფლორა“-ს კუთვნილ ან/და მასთან შეთანხმებით სხვა არასაჯარო ტერიტორიაზე.

3. აუქციონში გამარჯვებულს (მოიჯარეს ეკრძალება):

ა) იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება;

) იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთების ნებისმიერი სახით შემოღობვა;

გ) მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ჯიხურებიდან ყვავილების, სასაჩუქრე ქართული ბოთლის ღვინის, ჩურჩხელის, ჩირის, ქართულ მოტივებზე დამზადებული სუვენირების და გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების  გარდა სხვა ნივთების/პროდუქციის რეალიზაცია.

დ) მიწის ნაკვეთებზე განთავსებული ჯიხურებიდან ქართული ჩამოსასხმელი ღვინის, ჩურჩხელის, ჩირის, ქართულ მოტივებზე დამზადებული სუვენირების და გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების ბითუმად რეალიზაცია.

ე) მიწის ნაკვეთებზე განთავსებულ ჯიხურებში ქართული საცალო ბოთლის ღვინის, ჩურჩხელის, ჩირის, ქართულ მოტივებზე დამზადებული სუვენირების და გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების განთავსებისათვის გამოყოფილი ფართი არ უნდა აღემატებოდეს ჯიხურის შიდა სასარგებლო ფართის 30 პროცენტს.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

 

 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

       აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1.1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი. 
1.2. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების/საკუთრებაში არსებული აქციების და წილების სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.
1.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან რო¬გორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება. 
გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა; 
დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
1.4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.3.“  პუნქტის მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
2.1. ელექტრონულ   აუქციონში   მონაწილეობის   მსურველი,   რომელიც აკმაყოფილებს „1.3.“  პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს
2.2.  ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
2.3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
2.4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
2.5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად (სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად) აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 
2.6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
2.7. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
2.8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება საბოლოო ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.  ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია  დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
 2.9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2.10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
2.11. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი და პირობები.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. აუქციონატორი (მუნიციპალიტეტი) უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
3.2.  აუქციონატორის მიერ ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან  10  სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო  და  გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3.3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  სრული  ღირებულება,  ხოლო  პირობებიანი  ელექტრონული  აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
4. ანგარიშსწორება
4.1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.
4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.
4.3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის  საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.
4.4.   მუნიციპალიტეტის   ქონების  შემძენის  მიერ  გადახდილი  მუნიციპალიტეტის  ქონების  სრული  ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. გარიგების გაფორმება და ქონების მიმღების პასუხისმგებლობა 
აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“.