>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: წიწვოვანი ჯიშის მერქნული რესურსი, II ხარისხის მრგვალი ხე-ტყე (მორი) ნაძვი და სოჭი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 332FJX118   
აუქციონის #: 332
ლოტის #: 1
რაოდენობა
64.635 კუბური მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
08/10/2018 18:00 - 13/10/2018 13:00
ლოტის სტატუსი
გაიყიდა
ნახვა:
125 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 11634.3 e
ვაჭრობის ბიჯი: 1615.88 e
საგარანტიო თანხა: 2326.86 e
ტელეფონი: 2753931
თვისებები
განმკარგავი: სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტო“
ქვეყანასაქართველოქალაქიხაშური
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხაშურის რაიონი სოფელი ხცისიგადახდის პერიოდი10
ბრძანების ნომერი1073/სტელეფონის ნომერი2753931
ზომის ერთეულიკუბური მეტრირაოდენობა64.635
Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
მოკლე აღწერილობა
64,635 კუბური მეტრი მერქნული რესურსი  მრგვალი ხე-ტყე (მორი), II - ხარისხ, ნაძვი და სოჭი დამზადებული. მერქნული რესურსი მოჭრილია 2018 წლის  აგვისტოს და სექტემბრის თვეში, განთავსებულია ღია ცის ქვეშ და განიცდის მეტეოროლოგიურ ზემოქმედებას.
პირობა

გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვებიდან  10 კალენდარული დღის ვადაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე: ს.ს.ი.პ ეროვნული სატყეო სააგენტო (ს/კ 204  578  581) - ქ. თბილისი, მიმღების ბანკი-სახელმწიფო ხაზინა, მიმღების დასახელება-ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი -TRESGE22, სახაზინო კოდი - 707367309 ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული ფასი და ასევე,  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მერქნული რესურსის გატანა გამყიდველის ტერიტორიიდან. II- ხარისხის 1 კუბური მეტრის საწყისი ფასი შეადგენს 180 ლარს, მოცემულ ფასში შედის მოსაკრებელი და დღგ. ხე-ტყის (მორის) მსხვილი და წვრილი თავის დიამეტრის, სიგრძისა და ფირნიშის ნომრის შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართი N2-ს შესაბამისად(მიმაგრებული ფაილი).

აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე ადგილზე გადაამოწმოს აუქციონზე გამოტანილი ქონების მდგომარეობა და ხარისხი. აღნიშნული უფლებით სარგებლობის მიუხედავად, ქონების ხარისხი ითვლება შეთანხმებულად და აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს არ შეუძლია პრეტენზია განაცხადოს აუქციონზე შეძენილი ქონების ხარისხის შესახებ.

,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

აღწერილობა
დადგენილი წესით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აუქციონში გამარჯვებული პირი, დასაწყობების ადგილიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე მიმართავს სსიპ ეროვნული სატყეო  სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურს. 2. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია მასზე გადაცემული  მერქნული რესურსით სარგებლობა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.  3. „ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ: ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში - არ განახორციელებს ბიჯის დადებას; ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას. 4. მყიდველი (აუქციონში გამარჯვებული პირი) ვალდებულია თავადვე უზრუნველყოს მერქნული რესურსის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა. შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2601-601, ან სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს" საკონტაქტო ნომრებზე: 275-39-50; 577 38 02 58. 577 38 01 24


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

 

 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები

გადმორიცხვის დროს გამოყენებულ საბანკო ანგარიშზე დაუბრუნდებათ უკან. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

 

ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ 2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N242 დადგენილების მიხედვით (23.03.2018 მდგომარეობით)

 

თავი VIII.  მერქნული რესურსის საკუთრებასა და ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის წესი

 

 

მუხლი 46. ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი (21.01.2011 N33)

  1. ელექტრონული აუქციონი შეიძლება გამოცხადდეს:

ა) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვე­ვაში _ სააგენტოს ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ტყის ფონდის შესაბამისი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;

ბ) მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვე­ვაში _ სააგენტოს ინიციატივით.

  1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით მიღებით დაინტერესებული პირის წერილობით განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა მიეთითოს სარგებლობის კონკრეტული სახე, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად (გარდა ამავე წესის 611მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). განცხადებას თან უნდა დაერთოს მოთხოვნილი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და შესაბამისი Shp-ფაილი. (1.03.2017 N 106)
  2. 21. სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გასაცემად აუქციონის დამატებითი პირობების განსაზღვრის მიზნით, სააგენტოს უფროსის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია. სააგენტო უფლებამოსილია, კომისიის მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობებით გამოაცხადოს აუქციონი საქართველოს მთავრობის თანხმობით (გარდა ამავე წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). (1.03.2017 N 106)
  3. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია ტყის ფონდით სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის სა­კუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონა­წილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ელექტრო­ნული აუქციონი გამოცხადდა პირობებით, სარგებლობის ან საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ პირს, რომელიც გამო­ცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
  4. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
  5. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე ან/და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge. (18.11.2011 N 434)
  6. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: (1.09.2014 N 527)

ა) აუქციონის გამომცხადებელი ორგანოს დასახელებას;

ბ) ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობასა და ზოგად მონაცემებს (ტყის ფონდის სარგებლობაში გაცემის შემთხვევაში) ან მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში, მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში,  მის სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, მითითებას ხარისხის შესახებ (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), ფირნიშის მონაცემებს; (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სააგენტო;

დ) სარგებლობის უფლებით გადასაცემი ტყის ფონდის ან საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის საწყის ფასს;

ე) სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობას (მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის შემთხვევაში); (3.07.2017 N 319)

ვ) ბეს ოდენობას;

ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

თ) სახელმწიფო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში − სარგებლობის ვადას, სარგებლობის კონკრეტული სახისათვის კანონმდებლობით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებსა და აუქციონის დამატებით პირობებს;  (1.03.2017 N 106)

ი) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

  1. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამო­ტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, საა­გენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.

 

მუხლი 461. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონის გამოცხადების წესი (სათური 3.07.2017 N 319) (1.09.2014 N 527)

  1. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს ინიციატივით. (3.07.2017 N 319)
  2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
  3. ელექტრონული აუქციონი ცხადდება სააგენტოს უფროსის ბრძანებით.
  4. ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე და ინტერნეტგვერდზე – www.eauction.ge.
  5. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის გამომცხადებლის დასახელებას;

ბ) მერქნული რესურსის სახეობას, ადგილმდებარეობასა და მოცულობას, მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში – მის ხარისხს (მერქნული რესურსის დახარისხების შემთხვევაში), სიგრძეს, წვრილი და მსხვილი თავების დიამეტრებს, ფირნიშის მონაცემებს; (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)

გ) აუქციონის დაწყებისა და დასრულების დროს, რომელსაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს სააგენტო;

დ) საკუთრების უფლებით გასაცემი მერქნული რესურსის აუქციონის საწყის ფასს (დღგ-ის ჩათვლით);

ე) ამოღებულია (3.07.2017 N 319)

ვ) ბეს ოდენობას;

ზ) აუქციონის ჩატარების პირობებს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც აუქციონის გამომცხადებელი ორგანო ჩათვლის საჭიროდ.

  1. აუქციონში მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ მიიღოს მისთვის საჭირო, სააგენტოს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია.
  2. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებულ მერქნულ რესურსზე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები განისაზღვრება ამ წესის 47-ე მუხლის შესაბამისად. (3.07.2017 N 319)

 

მუხლი 47. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პი­რო­ბები (21.01.2011 N33)

  1. ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონი ტარდება გამო­ცხადების დღიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლე­ვათ, გააკეთონ სასურველ ფასზე შეთავაზება საწყის საფა­სურზე ბიჯის დამატებით.
  2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

     ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური და იურიდიული პირები, ისე სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები ან მათი კანონიერი წარმომადგენლები);

     ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

 გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადი ნომრით;

  დ) იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი, დარეგის­ტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით ან შესაბამისი ქვეყნის იურიდიული პირის მარეგისტრირებელი ორგანოს შესაბამისი კოდით;

  ე) ინტერნეტბანკინგის საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით „ბე“-ს თანხის გადახდა.

  1. „ბეს“ ოდენობა განისაზღვრება ელექტრონული აუქციონის საწყისი ფასის არანაკლებ 20%-ის ოდენობით. (3.07.2017 N 319)
  2. თუ მონაწილე ელექტრონულ აუქციონში ვერ გაი­მარჯვებს, მას ,,ბე“ უკან უბრუნდება, ხოლო გამარჯვების შემ­თხვევაში – „ბე“-ს თანხა ითვლება აუქციონის საბო­ლოო/შე­თა­ვაზებულ ფასში.
  3. ,,ბე“ უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

     ა) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

     ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

  1. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ ინ­ტერნეტ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

     ა) განაცხადის წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს სარგებლობის ან/და საკუთრების უფლების მიმღებად;

     ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

 

     მუხლი 48. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი (21.01.2011 N33)

  1. ელექტრონულ აუქციონს ატარებს სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, რომ ელექტრონული აუქციონი ჩაატაროს, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მეშვეობით. (18.11.2011 N 434)
  2. აუქციონში მონაწილე ელექტრონულ აუქციონში რეგის­ტრირდება შესაბამის ვებგვერდზე ამ წესის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
  3. ელექტრონულ აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
  4. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ით­ვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
  5. მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, ხოლო ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი დგინდება ტყითსარგებლობის ობიექტის აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე (გარდა ამავე წესის 611მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)
  6. 51. სააგენტოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი (დღგ-ის ჩათვლით) ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. (11.08.2017 N 392)
  7. 52. ამოღებულია (3.07.2017 N 319)
  8. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფა­სიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ტყის ფონდის სარგებლობის უფლება და მერქნული რესურსის საკუთრების უფლება მიენიჭება მონაწილეს, რომელიც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის შესთავაზებს ყველაზე მაღალ ფასს.
  9. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მი­თითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელ­დება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თან­ხა. მაგრამ თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამო­ცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
  10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარ­ცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
  11. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეც­ნობება თანხის სრული გადახდის თარიღი და სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 

     მუხლი 49. გარიგებათა გაფორმების წესი (21.01.2011 N33)

  1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, ხოლო მერქნუ­ლი რესურსის საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდის და­მა­დასტურებელი ქვითრის წარდგენის შემთხვევაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და გამარჯვებულს გადაეცემა მერქნული რესურსი საკუთრებაში.
  2. ამოღებულია (27.06.2011 N 260)

 

     მუხლი 50. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა (21.01.2011 N33)

  1. ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

     ა) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია;

     ბ) ამ დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

     გ) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მო­თხოვნები.

 

მუხლი 52. ანგარიშსწორების წესი (21.01.2011 N33)

  1. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზ­ნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვ­ლე­ნიდან არა უგვი­ანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გამარ­ჯვებულმა მითი­თებულ საბანკო ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშ­სწორებით უნდა შეიტანოს ის ფულადი თანხა, რომე­ლიც შეე­სატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ სა­ბო­ლოო/შეთავაზებულ წლიურ ფასს.
  2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზ­ნით გა­მართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემ­­დგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქ­ცი­ონ­ზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მო­მდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზ­ღ­ვ­რულ ვადებში, თუ სა­ა­უქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (27.06.2011 N 260)
  3. ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 3%-ის ოდენობით სააგენტოს ანგარიშზე. (24.05.2012 N 185)
  4. მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, გარდა ამ მუხლის 41პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) განხორციელებული ჭრების, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომელიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, სააგენტოს მიერ მოპოვებული ძირნაყარი მერქნული რესურსის, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას ან/და მოვლისას მოჭრილი მერქნული რესურსის (გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსის, სააგენტოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის, ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 611მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსის, ასევე მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  გადაცემული მერქნული რესურსის შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასური. აღნიშნული თანხებიდან სააგენტო უზრუნველყოფს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის ჩარიცხვას თავის ანგარიშზე, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში – ამ წესის 81 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდასა და სახელმწიფო ბიუჯეტში  დარჩენილი თანხის (აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასიდან) გადარიცხვას. ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდას სააგენტო უზრუნველყოფს მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე. (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)
  5. 41. სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური ჭრების ფარგლებში დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადოს სააგენტოს მითითებულ ანგარიშზე მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე. (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)
  6. 42. ამოღებულია (3.07.2017 N 319)
  7. 43. ამოღებულია (3.07.2017 N 319 ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან)
  8. 44. ამ წესის 463მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ გადახდილი უნდა იქნეს №9 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს, ხოლო აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 81 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე. (3.07.2017 N 319)
  9. 45. ამ მუხლის 44პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ თანხა გადახდილი უნდა იქნეს ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე და ხელშეკრულებით (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) გათვალისწინებულ ვადებში. (3.07.2017 N 319)

4​6. ამ წესის 46​3 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსახლეობის, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, მერქნული რესურსისათვის გადახდილ უნდა იქნეს  სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს სააგენტოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესის 8​1 მუხლის მე-5 პუნქტის „ა​1“ ქვეპუნქტით დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე. (2.02.2018 N55)

  1. ამ წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული მერქ­ნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გა­მარ­თულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქ­ციონ­ში გა­მარჯვებიდან არა უგვიანეს 10 კალენდა­რული დღისა მი­თითებულ სა­ბან­კო ანგარი­შებზე ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით გა­და­ი­ხადოს: (18.01.2012 N 16)

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – თავის მიერ აუქციონზე შეთა­ვა­ზებული ფა­სი და „ბუნებრივი რე­სურ­სე­ბით სარ­გებლო­ბისათვის მოსაკრებლების შესახებ“ სა­ქარ­თველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეო­ბათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკ­რებელი;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) მოპოვებული მერქნული რესურსის, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე არსებულ შიგა წყლების ნაპირებზე, რომლებიც არ ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე, არსებული ძირნაყარი მერქნული რესურსისა და სპეციალური ჭრების შედეგად  მოპოვებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მერქნულ რესურსზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის  ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის. (8.06.2017 N 284 ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან)