>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში მდებარე 5429,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პრივატიზება განმეორებით პირობებიან აუქციონზე

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 16IMF118   
აუქციონის #: 16
ლოტის #: 1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/08/2018 16:25 - 17/08/2018 12:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
996 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 575850 e 1047000 e
ვაჭრობის ბიჯი: 15000 e
საგარანტიო თანხა: 200000 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 06.04.2019
ტელეფონი: 577080992
თვისებები
განმკარგავი: ქალაქ ბათუმის მერია
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ბაგრატიონის ქ. N127ბრძანების ნომერი2491
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
მიწის ფართობი(მ²)5429საკადასტრო კოდი05.26.02.115
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
გადახდის ბოლო ვადა13.02.2019საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა230
ამონაწერი საჯარო რეესტრიდანსაკადასტრო რუკაბმული
ფასი ფასდაკლებამდე1047000ტელეფონის ნომერი577080992
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული . ბათუმში, ბაგრატიონის ქ. N127-ში მდებარე 5429,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება ხდება განმეორებითი (45%-იანი ფასდაკლებით და შეცვლილი საპრივატიზებო პირობებით) პირობებიანი ელექტრონული აუქციონის  ფორმით.

აუქციონის ჩატარების პირობები: იხილეთწესები და პირობები“, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები“, აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმებისა და აუქციონში გამარჯვებულის პასუხისმგებლობის პირობები განისაზღვრება ამავე დადგენილებითა და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით.

ყურადღება:

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდის წესებიიხილეთ გრაფა "გადახდები". რეგისტრირებული მომხმარებლისათვის  ხელმისაწვდომია ბეს  გადახდის ფორმები (რომლებიც შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის, აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის, ბეს თანხის მითითებით) აღნიშნულისათვის იხილეთ გრაფა: "დანიშნულება". 

აუქციონში მონაწილების მიღებით აუქციონის მონაწილე ადასტურებს, რომ ის იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად დააკმაყოფილოს გამოცხადებული სააუქციონო პირობები.

იმ შემთხვევაში თუ აუქციონში მონაწილეობის მსურველი ბეს ნაცვლად წარმოადგეს უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას, მისი მოქმედების ვადა არანაკლებ 15 დღით უნდა აღემატებოდეს შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის ვადას

აუქციონში გამარჯვების პირობაა მაქსიმალური ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯისა (ქონება ითვლება პრივატიზირებულად ელექტრონულ აუქციონში საბოლოო  თანხის შემომთავაზებელ მონაწილეზე).

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა უნდა განხორციელდეს  სრულად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში აუქციონის პირობებში მითითებული წესით.

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ასევე, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებულიმუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“  და „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 11 აპრილის N37 დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.

დაინტერესებულ პირს  დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლია მიმართოს . ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს (მის. . ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის . N10; ტელ: (0422) 24 63 15; 24 63 06; 577 08 09 92; საკონტაქტო პირი - რუსუდან ჟოჟაძე).

მოკლე აღწერილობა
არასასოფლო მიწის პრივატიზება პირობებიან აუქციონზე
პირობა

საპრივატიზებო პირობები:

1) აუქციონში გამარჯვებული იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. ბათუმში, ჯინჭარაძის ქ. N12-ში (ახვლედიანის 12) მომხდარი აფეთქების შედეგად დანგრეული (მიწის ნაკვეთის ფართობი: 7724,0 კვ.მ.; საკადასტრო კოდი: 05.22.28.001) N1 საცხოვრებელი შენობის (დემონტირებულია) მესაკუთრეებისათვის - 9 ოჯახი (შემდგომში „დაინტერესებული პირები“) საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ (საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით) აშენება შემდეგი პირობებით:

ა) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში ჯინჭარაძის ქ. N12-ში მდებარე 7724,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.22.28.001) დანგრეული შენობის (N1) ადგილზე (მიწის ფართობი: დაახლოვებით 313,0 კვ.მ.) ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულისათვის აუცილებელი მოქმედებების შესრულება, მათ შორის მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპებზე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთა თანხმობების მიღება. მშენებლობა უნდა დაიწყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში და დასრულდეს - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში.

ბ) საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს სამსართულიანი, მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართით (ბინით): 1) 97,80 კვ.მ.; 2) 25,0 კვ.მ.; 3) 102,59 კვ.მ.; 4) 111,99 კვ.მ.; 5) 29,70 კვ.მ.; 6) 83,90 კვ.მ.; 7) 117,1 კვ.მ.; 8) 28,34 კვ.მ.; 9) 97,41 კვ.მ.; 10) 123,69 კვ.მ. (მანსარდულ სართულში);  სარდაფით: 1) 12,50 კვ.მ.; 2) 111,17 კვ.მ.; 3) 5,62 კვ.მ.; 4) 14,56 კვ.მ.; 5) 8,15 კვ.მ.; სხვენით: 1) 76,95 კვ.მ.; 2) 45,50 კვ.მ.; 3) 30,78 კვ.მ.

შენობის სარეალიზაციო ფართობი  (კ-2) უნდა იყოს არანაკლებ 1123,0 კვ.მ. (სახოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართები), აღნიშნულ ფართში არ გაითვალისწინება ტექნიკურ სართულში არსებული ფართი და სადარბაზოს ფართობი. კონკრეტულ დაინტერესებულ პირზე გადასაცემი საცხოვრებელი და არასაცხოვრებლი ფართები მიეთითება აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში.

გ) აუქციონში გამარჯვებული (მშენებლობის განმახორციელებელი პირი) ვალდებულია, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის N007397717 დასკვნის (თან ერთვის) გათვალისწინებით მშენებლობის დაწყებამდე აწარმოოს დაკვირვება მეზობლად, ჯინჭარაძის N14-ში მდებარე N2 შენობაზე (რომელიც დაზიანდა აფეთქების შედეგად) არსებულ ბზარებზე ყალაურების დადების გზით, დაკვირვება ასევე უნდა გაგრძელდეს დანგრეული შენობის (N1) ადგილზე ახალი მშენებლობის განხორციელებისას, რისთვისაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჭიროა სამშენებლო მოედნის გარშემო არსებულ შენობებს მშენებლობის დაწყებამდე ჩაუტარდეს წინასწარი ექსპერტიზა მათი მდგომარეობის დასაფიქსირებლად, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას N2 შენობის მდგომარეობის საშიშ დონემდე მიღწევის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია იმოქმედოს მითითებული დასკვნის შესაბამისად და საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს შენობის გამაგრება.

დ) „ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართების (ბინების) გადაცემა დაინტერესებულ პირებზე უნდა მოხდეს შემდეგ მდგომარეობაში: ბინის კონტურის კედლები; მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; შესასვლელი რკინის კარი; მოწესრიგებული სადარბაზო, ფასადი და სახურავი. აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი ძალებით უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ კომუნიკაციებთან მიერთება.

ე) შესრულებული საუშაოების დაინტერესებული პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2) გამომდინარე იქედან, რომ საპრივატიზებო პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქცეს მითითებული პუნქტით გათვალისწინებული თუნდაც ერთი დაინტერესებული პირის უარი ჯინჭარაძის ქ. N12-ში საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ან/და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეთაგან თანხმობის მიუღებლობა მშენებლობის ნებართვის მიღების ეტაპებზე, თუმცა მხარეები ყველანაირად ეცდებიან დამაბრკოლებელი და ხელშემშლელი გარემოებები მოაგვარონ მოლაპარაკებების, მათ შორის მესამე პირებთან მოლაპარაკებების წარმოების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში (რაც დგინდება ჯინჭარაძის ქ. N12-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპზე) მხარეთა (მუნიციპალიტეტი, ქონების შემძენი) ორმხრივი შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულება უქმდება, შესაბამისად, ქონების შემძენს აუქციონზე შეძენილი 5429,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გადაეცემა, ხოლო თუ გამოცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ქონების შემძენს გადახდილი საპრივატიზებო საფასური, მათ შორის ბე/საგარანტიო თანხა უბრუნდება უკან, ამასთან მას არ აუნაზღაურდება სხვა ხარჯები.

3) აუქციონში გამარჯვებულმა, მითითებული პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადასტურების) შემდგომ საკუთრებაში გადაცემულ 5429,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს  მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა შემდეგი პირობებით:

ა)  შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო ტექნიკური პარამეტრები უნდა იყოს: ა) მიწის ნაკვეთზე შენო(ებ)ის განაშენიანების ფართობი (კ-1) - არანაკლებ 3700,0 კვ.მ.; ბ) შენობ(ებ)ის სარეალიზაციო ფართობი (კ-2) - არანაკლებ 21260 კვ.მ.;  3) ტერიტორიის გამწვანებული ფართობი (კ-3) - არანაკლებ 532,0 კვ.მ.; შენობა (შენობები) უნდა იყოს არანაკლებ 6 (ექვსი) სართულიანი.

ბ) შენობა-ნაგებობა (შენობა-ნაგებობები) უნდა შეიცავდეს მიწისქვეშა ან/და ღია ავტოსადგომს, მყიდველის სურვილის შესაბამისად - საცხოვრებელ ბინებს, სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს, ან/და სარიტუალო დარბაზს (არანაკლებ 500 პერსონაზე);

გ) მშენებლობა უნდა დაიწყოს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 28 თვეში და დასრულდეს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 თვეში. ამასთან ქონების შემძენზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ მითითებული პირობების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების (ჯინჭარაძის ქ. N12-ში  საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ აშენება) სრულად შესრულების შემთხვევაში.

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აუქციონში გამარჯვებულ პირს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები მაღლივი შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაციაში.

4) აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ღირებულება (საპრივატიზებო საფასური) გადახდილ უნდა იქნეს სრულად ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში შემდეგი წესით:

- საბოლოო საპრივატიზებო საფასურის 50% გადახდილ უნდა იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში;

- საბოლოო საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი 50% გადახდილ უნდა იქნეს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში;

აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა (200 000,0 ლ.) ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო საპრივატიზებო საფასურსა (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“  ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებული პირობებით და ვადებში სრულად გადახდის (ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში საბოლოო საპრივატიზებო საფასურის 50%-ის, ხოლო 6 თვეში - ბეს/საგარანტიო თანხის გამოკლებით დარჩენილი ნაწილის გადახდის) შემთხვევაში, ხოლო თუ წარდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის მითითებულ ვადებში (ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში საბოლოო საპრივატიზებო საფასურის 50%-ის, ხოლო 6 თვეში - დარჩენილი 50%-ის)  სრულად გადახდის შემთხვევაში.

5) აუქციონის (საპრივატიზებო) პირობების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა, გარდა წინამდებარე პირობების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებებისა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

 

 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკისნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ /) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელიალიბერთი ბანკიდანთანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

       აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1.1. ელექტრონული აუქციონის ფორმით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქონების (გარდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა) შემძენი შეიძლება იყოს, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას - კანონით განსაზღვრული პირი. 
1.2. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების/საკუთრებაში არსებული აქციების და წილების სარგებლობაში/მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი.
1.3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) ვებგვერდზე www.eauction.ge დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან რო¬გორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის გაცხადება. 
გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პირობების გაცნობა; 
დ) საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, „ბე“-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, „ბე“ უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია წარმოადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე.
1.4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეიძლება, უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ დარღვეულია „1.3.“  პუნქტის მოთხოვნები.
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
2.1. ელექტრონულ   აუქციონში   მონაწილეობის   მსურველი,   რომელიც აკმაყოფილებს „1.3.“  პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატების შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს
2.2.  ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
2.3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
2.4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
2.5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად (სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულად) აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 
2.6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
2.7. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით (მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე), გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
2.8. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება საბოლოო ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.  ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ბე აუქციონში დამარცხებულს უბრუნდება მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, ხოლო საბანკო გარანტია  დამარცხებულს უბრუნდება მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
 2.9. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
2.10. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
2.11. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“განსაზღვრული წესი და პირობები.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. აუქციონატორი (მუნიციპალიტეტი) უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით;
დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები.
3.2.  აუქციონატორის მიერ ამ  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული  აუქციონის დასრულებიდან  10  სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო  და  გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ელექტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
3.3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3.4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია:
ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების  სრული  ღირებულება,  ხოლო  პირობებიანი  ელექტრონული  აუქციონის შემთხვევაში, დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები.
4. ანგარიშსწორება
4.1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით.
4.2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელებისა და ანგარიშის/ანგარიშების ნომრ(ებ)ის მითითებით.
4.3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის  საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით.
4.4.   მუნიციპალიტეტის   ქონების  შემძენის  მიერ  გადახდილი  მუნიციპალიტეტის  ქონების  სრული  ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
5. გარიგების გაფორმება და ქონების მიმღების პასუხისმგებლობა 
აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი, ქონების მიმღების ვალდებულებები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღების პასუხისმგებლობის წესი და პირობები, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესებით“.