>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ხელვაჩაური, სოფელ მეჯინისწყლის მიმდებარედ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით. (კატეგორია-P, მოსაპოვებელი წიაღის წლიური ჯამური მოცულობა შეადგენს 200 000 მ3).

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 4CYJ918   
აუქციონის #: 4
ლოტის #: 9
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/08/2018 12:00 - 03/08/2018 18:00
ლოტის სტატუსი
გამოქვეყნებული
ნახვა:
29 ჯერ
ლოტის სტატუსი
Published
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 2284 e
ვაჭრობის ბიჯი: 228.40 e
საგარანტიო თანხა: 700 e
ტელეფონი: 599534439
თვისებები
განმკარგავი: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტი
ქვეყანასაქართველოქალაქიბათუმი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხელვაჩაური. სოფ. მეჯინისწყალიტელეფონის ნომერი599534439
Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
პირობა

აგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

 სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა 3 წელი.

ა) მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის  რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მო-პოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
დ) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
ე) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი;
ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურ-ღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება;
ზ) სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ჭაბურღილი საჭიროებს შემოღობვას;
თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).
ი) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ დადგენილი მოთხოვნები.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

აღწერილობა

გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით:

საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს"ლიბერთი ბანკში" ნაღდი ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს(რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციოკოდი).



გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე. 

წესები და პირობები

ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით, დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს, პირობებს და წარმოეშვა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით, ”აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და ამ კანონებით გათვალისწინეული უფლებები და მოვალეობები.

2. ვებ-გვერდის გამოყენებამდე,მომხმარებელი უნდა გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ექცევა ამ მუხლის პირველი პუნქტის წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა განაცხადა თანხმობა იმაზე, რომ აუქციონის წესების და პირობების მოქმედება გავრცელდეს მასზე.

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი

1. წინამდებარე წესები და პირობები, ვებ–გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად, აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას შეიძინოს/სარგებლობაში მიიღოს სახელმწიფო ქონება.

მუხლი 3. რეგისტრაციის პირობები

1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ფიზიკურ პირს, 18 წელის ასაკიდან და კერძო სამართლის იურიდიულ პირს.

2. ფიზიკური პირი, 18 წელის ასაკიდან რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ცნობილია ქმედუნარიანად, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“, „გვარის“ და „სახელის“ „მომხმარებლის სახელის,“ „პაროლის,“ „საცხოვრებელი მისამართის,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს.

3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ „დასახელების“, „მომხმარებლის დასახელების,“ „პაროლის,“ „მისამართის,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს.

4. აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი „დადასტურების ელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აქვს სიახლეების ხელმოწერის შესაძლებლობა.

5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებ-გვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მომხმარებლის მიერ ბროუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

6. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისთვის უფასოა.

მუხლი 4. ავტორიზაცია

1. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.

მუხლი 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობაში მიიღოს ვებ-გვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის შესაბამისად.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მომხმარებელის მიერ ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა ან/და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ინტერნეტ-აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს "ონლაინ" რეჟიმში.

5. ინტერნეტ-აუქციონნის დასაწყისად ითვლება მისი ვებ-გვერდზე გამოცხადების მომენტი.

6. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში,“ საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

7. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

8. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

9. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“

10. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულადა უქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელბედა ვაჭრობის დასრულებამდე.

11. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის, ადგილის და ა.შ. მითითებით)

12. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ელექტრონული გზით გაეგზავნება ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

მუხლი 6. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:

2. შეცვალოს ხელშეკრულების პირობები, ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი ან სხვა პირობები ნებისმისერ დროს. ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებ-გვერდზე.

3. შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ პრივატიზების/სარგებლობაში გადაცეის განმახორციელებელ ორგანოს.

4. შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებ-გვედზე თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს.

5. გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

6. უარი უთხრას მონაწილეს ელექტრონულ(ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილი იქნას საპრივატიზებო ქონების მყიდველად;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისას.

7. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია:
ა) კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად).
ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

8. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს ქონება.
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

9. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები.
ბ) პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/ სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება;

10. მომხმარებელს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ვაჭრობაში.

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბე-ს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია, როგორც საბანკო დაწესებულებაში ასე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე საბანკო გარატიის წარმოდგენის საშუალებით.

2. მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით თანხის გადახდის მიზნით, შესაბამის საბანკო დაწესებულებაში ხსნის საბანკო ანგარიშს. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბე-ს თანხის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბე-ს თანხის ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.

5. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონში გამარჯვების დღიდან პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

7. ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს ერთმევა ქონებაზე საკუთრების უფლება და კარგავს ბე-ს. (ხოლო, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში ის სრულად მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში).

8. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის დასრულების დღიდან არაუგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

მუხლი 8. მხარეთა პასუხისმგებლობა

1. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში, მხარეები პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9. კონფიდენციალურობა

1. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

2. აკრძალულია წინამდებარე წესებისა და პირობების მე-3 მუხლის მე-2 -3 პუნქტბში მოცემული პარამეტრების გაყალბება და ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლისგან რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია მესამე პირთან.

4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.

2. მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით.