>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ზანავის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ზანავის“ მინერალური წყლის (ჭაბურღილები №143; №144 და №39) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვება

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 192DQB117   
აუქციონის #: 192
ლოტის #: 1
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
07/04/2017 12:00 - 07/04/2017 18:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
1954 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 5000000 e
ვაჭრობის ბიჯი: 500000 e
საგარანტიო თანხა: 1000200 e
თვისებები
განმკარგავი: გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ბორჯომის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზანავის მიმდებარე ტერიტორია
გადახდის ბოლო ვადა24.04.2017Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
პირობა

საგარანტიო  თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის  ლიცენზიის ვადა 25 წელი.

ლიცენზიისმფლობელივალდებულია:
ა) ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში შეისწავლოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსი, გამოთვალოს წყლის მარაგები და შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარადგინოს მარაგების ანგარიში;
ბ) მარაგების დამტკიცების შემდეგ დამტკიცებული მარაგების ფარგლებში აითვისოს საბადოს  მთლიანი რესურსი;
გ) ლიცენზიის გაცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით, განახორციელოს არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია;
დ) ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანიბის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ  30 (ოცდაათი) მოქალაქის დასაქმება;
ე) მარაგების დამტკიცებიდან 3 (სამი) წლის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნითა და მის მიერ დადგენილ ვადებში, განახორციელოს 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობის გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება;
)პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს   ერთი მილიონი აშშ დოლარის  ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელებას;
ზ) მარაგების დამტკიცების შემდეგ, ლიცენზიანტი ვალდებულია, გადაიხადოს „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკლებით, თუ აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგების დამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნული თანხის გადახდის შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;
თ) ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს მინერალური წყლის „ზანავის“ საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება, მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით.
ი) აწარმოოს მონიტორინგული დაკვირვება წყლის დებიტზე ტემპერატურასა და ქიმიურ შემადგენლობაზე;
კ) მარაგების დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს სანიტარული ზონების დაცვა;
ლ) ექსპლუატაციის პერიოდში უზრუნველყოს მუდმივი ჰიდროქიმიურ-რეჟიმული დაკვირვებები და სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური კონტროლი;
მ) ექსპლუატაციის პროცესში ჭაბურღილებიდან უნდა აღიკვეთოს წყლის არამიზნობრივი დაღვრა.
ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის (ჭაბ. N39) მიმდებარედ არსებული გზის ელემენტების მდგრადობის შენარჩუნება და ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენახვა.
ო) მოპოვებული მიწისქვეშა მინერალური წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან;
) აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მინერალური წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მინერალური  წყლის  მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე;
) აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება;
) ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი პირი;
) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭაბურღილების თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში მისი ჰერმეტიზაციაც;
უ) ლიცენზიის მფლობელმა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტიკებიდან და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ ერთი თვის ვადაში სააგენტოს წარუდგინოს დასამტკიცებლად ათვისების გეგმა ყოველწლიურად მოსაპოვებელი რაოდენობის მითითებით;
ფ) დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით  და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.

უქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს 

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში

აღწერილობა
გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის  ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი  ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (032)  2 601-601 ან (032) 243-95-57


ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარებისწესიდაპირობები

 

თავი IV

ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

მუხლი 12. ზოგადი დებულებანი

1. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს ატარებს ლიცენზიის გადამცემი მისი ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge- მეშვეობით.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია.

3. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი (შემდგომშიმომხმარებელი).

 

მუხლი 13. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო, ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;

) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;

) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

) აუქციონის საწყის ფასს;

) ბეს თანხის ოდენობას;

) ბიჯის ოდენობას;

) სხვა მონაცემებსლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 14. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება;

4. გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:    

) პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამის ვებგვერდზე;

) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

) „ინტერნეტ ბანკინგისსაშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა.

) საბანკო დაწესებულების, მათ შორისინტერნეტ ბანკინგისმეშეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა;

5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;

) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 15. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.         ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 

მუხლი 16. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3. მომხმარებელი ვალდებულია:

) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

 ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.

 

მუხლი 17. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;

) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

 

მუხლი 18. ანგარიშსწორება ელექტრონული აქუციონის შემთხვევაში

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასვე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ლიცენზიის ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდგეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

7. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 19. დავების გადაწყვეტის წესი

ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.