აუქციონის პირობა 1. აუქციონში მონაწილეობისთვის უფლებამოსილი პირი: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი. 2. გამარჯვებული ვალდებულია: ა) სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N163 დადგენილების და აუქციონის პირობების შესაბამისად გააფორმოს „სხვა სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნის და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სპეციალურად ამ მიზნით გახსნას ახალი მიმდინარე ანგარიში -„სხვა სადეპოზიტო ანგარიში“ და შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდოს სააგენტოს. გ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ არსებულ ნაშთს ყოველდღიურად დაარიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთზე მეტი საპროცენტო სარგებელი აუქციონის შედეგების შესაბამისად; დ) რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვა მოახდინოს არაუგვიანეს განაკვეთის შეცვლიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ე) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშს“ არ დაარიცხოს მომსახურების საფასური; ვ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშიდან“ განხორციელებულ გადარიცხვებს როგორც სახელმწიფო ხაზინაში, ასევე სხვა ბანკში, არ დაარიცხოს მომსახურების საფასური; ზ) მიანიჭოს სააგენტოს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვაზე სრული შეუზღუდავი წვდომა; თ) მიანიჭოს სააგენტოს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ ინტერნეტბანკით სრული წვდომა; ი) ყოველთვიურად, უზრუნველყოს დადგენილებით განსაზღვრულ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადარიცხვა სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და თვის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში დარიცხული და გადარიცხული სარგებლის ოდენობის თაობაზე. 3. საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთით. ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთი ცვლადია და აუქციონი ცხადდება რეფინანსირების განაკვეთზე მეტ საპროცენტო სარგებელზე, აუქციონის საწყისი ფასის ველში მითითებულია - " 0 % " 4. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 0.1 პროცენტული პუნქტის ოდენობით; 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით. საბანკო გარანტიის დაბრუნება მოხდება აუქციონის შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (საბანკო გარანტია უკან არ დაუბრუნდება იმ მონაწილეს, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში და უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე). 6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ სააგენტოს მიერ ერთდროულად განთავსებული თანხა არ გადააჭარბებს 50 მლნ ლარს. 7. იმ შემთხვევაში, თუ „სხვა სადეპოზიტო ანგარიშიდან“ ერთდროულად ხდება 10 მლნ ლარზე მეტის გადარიცხვა, სააგენტო ერთი სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს ბანკს გადასარიცხი თანხის ოდენობას. 8. „სხვა სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის განთავსების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე. 9. ხელშეკრულების მოშლა დაიშვება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვის შემდეგ ორივე მხარის მიერ, რის თაობაზეც მხარეებმა მოშლამდე 2 კალენდარული თვით ადრე წერილობითი ფორმით უნდა შეატყობინონ ერთმანეთს. 10. ამ დოკუმენტის მე-9 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დათვლილი ხელშეკრულებით გათვალიწინებული მიუღებელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით. 11. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუქციონში მონაწილემ უნდა მიმართოს განმკარგველ ორგანიზაციას. |