>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: e-აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ 460 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.050) და 431 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.052) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.04.36.326) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გაცემა

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29230BVL66846520   
აუქციონის #: 29230
ლოტის #: 668465
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
03/08/2020 12:00 - 13/08/2020 16:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ლოტის სტატუსი
Live
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 10000 e
ვაჭრობის ბიჯი: 1000 e
საგარანტიო თანხა: 3000 e
ტელეფონი: 577222364
თვისებები
განმკარგავი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქვეყანასაქართველოქალაქიწყალტუბო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფელი ბანოჯა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტი სოფელი ყუმისთავიგადახდის ბოლო ვადა14.08.2020
ტელეფონის ნომერი577222364წყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
მიწის ფართობი(მ²)1907Rs რუკის მხარდაჭერა
საკადასტრო კოდი29.03.34.050; 29.03.34.052; 29.04.36.326
აღწერილობა
პირობა

1. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 1 (ერთი) წლის ვადაში, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 460 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.050) და 431 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.052) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.04.36.326) არსებული ავტოსადგომების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) სათვალთვალო კამერების, ხერგილებისა (შლაგბაუმი) და განათებების მოწყობა;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად განახორციელოს არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია;

გ) ამ პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მთლიანი საინვესტიციო თანხის (50 000) ორმოცდაათი ათასი ლარი) 10%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას;

2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის მოცულობა დადასტურებულ უნდა იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნის ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე;

3. ხელშეკრულების ვადის დასრულების და/ან აუქციონში გამარჯვებულის ბრალეული ქმედების გამო ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ობიექტზე მოწყობილი ინფრასტრუქტურა ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომპენსაციის გადახდის გარეშე რჩება სახელმწიფო საკუთრებაში;

4. აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს წინასწარი თანხმობით სარგებლობის უფლებით გადაცემულ ობიექტზე მოაწყოს დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურა;

5. საწყისი საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა ყოველწლიურად 10 000 (ათი ათასი) ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია ყოველ 10 (ათი) წელიწადში ერთხელ მოითხოვოს საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ დადგენილი ეროვნული სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით და გაზარდოს საიჯარო ქირა, რისთვისაც ბაზისად აღებული იქნება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მაჩვენებელი;

6. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარით.

7. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 1 000 (ათასი) ლარით;

8. სარგებლობის ვადა განისაზღვრა 20 (ოცი) წლით.

აღწერილობა

წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ 460 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.050) და 431 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.03.34.052) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (თანდართული სიტუაციური გეგმის შესაბამისად) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.04.36.326) სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გაცემა   

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.